ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
GGT – გამაგლუტამილტრანსპეპტიდაზა, გამაგლუტამილტრანსფერაზა – არის ფერმენტი, რომელიც ძირითადად გვხვდება თირკმლებში, ღვიძლში, პანკრეასში და ნაკლებად სხვა ქსოვილებში.
GGT სინთეზი შეიძლება გამოწვეული იყოს ღვიძლში ქოლესტაზით, ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებით და ისეთი წამლების თერაპიული დოზებით, როგორიცაა ფენიტოინი. GGT დონე მომატებულია სიმსივნურ უჯრედებში ჰეპატომის დროს, ღვიძლის სიმსივნეებით შეკუმშულ ჰეპატოციტებში და ციროზული ღვიძლის რეგენერაციულ უბნებში. შრატში GGT დონის მატება ასევე განპირობებულია უჯრედის მემბრანის დაზიანებით ტოქსინებით (ალკოჰოლის ჩათვლით), იშემიით, ინფექციებით. GGT წარმოადგენს ღვიძლისა და ნაღვლის სადინარების სპეციფიკურ ფერმენტს.
GGT არის ჰეპატობილიარული სისტემის (ღვიძლის, სანაღვლე გზების) დაზიანების დიაგნოსტიკური მარკერი და განისაზღვრება შემდეგი დაავადებების დროს:
ტუტე ფოსფატაზა (ALP), ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ბილირუბინის მთლიანი და პირდაპირი ფრაქცია ჩვეულებრივ განისაზღვრება GGT-სთან ერთად.
GGT-ის მნიშვნელობა უფრო ინფორმაციულია ბილიარული სისტემის დაავადებებისთვის (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ობსტრუქციული სიყვითლე), ვიდრე ALP-ს მნიშვნელობა, რადგან ის უფრო ადრე მატულობს და უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები