
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
კვლევა განსაზღვრავს სისხლში GGT-ის აქტივობას და გამოიყენება ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაზიანებისა და ნაღვლის გადინების დარღვევის შესაფასებლად. GGT განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტუტე ფოსფატაზის (ALP) მომატების მიზეზის გარკვევისას.
გამა-გლუტამილტრანსფერაზა (GGT) ფერმენტია, რომელიც მონაწილეობს ამინომჟავებისა და გლუტათიონის ცვლაში. ის ძირითადად გვხვდება ღვიძლში, განსაკუთრებით სანაღვლე გზების უჯრედებში, ასევე თირკმელებსა და პანკრეასში. სისხლში მისი აქტივობის ცვლილება ხშირად დაკავშირებულია ღვიძლისა და სანაღვლე სისტემის მდგომარეობასთან.
GGT არის ჰეპატობილიარული სისტემის (ღვიძლის, სანაღვლე გზების) დაზიანების დიაგნოსტიკური მარკერი და განისაზღვრება შემდეგი დაავადებების დროს:
ტუტე ფოსფატაზა (ALP), ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT), ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST), ბილირუბინის მთლიანი და პირდაპირი ფრაქცია ჩვეულებრივ განისაზღვრება GGT-სთან ერთად
GGT-ის მნიშვნელობა უფრო ინფორმაციულია ბილიარული სისტემის დაავადებებისთვის (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ობსტრუქციული სიყვითლე), ვიდრე ALP-ს მნიშვნელობა, რადგან ის უფრო ადრე მატულობს და უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
შედეგების შეფასებისას მნიშვნელოვანია ALT-ის, AST-ის, ALP-ისა და ბილირუბინის მაჩვენებლების გათვალისწინება. GGT-ის იზოლირებული მატება კონკრეტული დაავადების დიაგნოზს არ ადასტურებს. კვლევა ინიშნება ექიმის მიერ.
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
