ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ორჯაჭვიანი დნმ (Anti-dsDNA) | აუტო ანტისხეულები IgG

ცნობილი როგორც:ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულები
SKU: 155

90.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების ტესტი ზომავს უჯრედის ბირთვის გენეტიკური ინფორმაციის მიმართ განვითარებულ ანტისხეულებს, რაც აუტოიმუნური დაავადებების იდენტიფიცირების შესაძლებლობას იძლევა.

ორჯაჭვიანი დნმ-ის  ანტისხეულები წარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ერთერთ ჯგუფს რომლებიც წითელ მგლურასტანაა ასოცირებული. წითელი მგლურა და სხვა ქრონიკულად მიმდინარე ანთებითი დაავადებები იწვევს ანტებით აუტოიმუნურ დაზიანებებს სხვადასხვა ქსოვილებში – სახსრებში, თირკმელებში, სისხლძარღვებში, კანში, გულის კუნთში, ფილტვებში, ტავის ტვინში და სხვა.

 

ორჯაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების კვლევა გამოიყენება წითელი მგლურის დიაგნოსტიკაში, როდესაც პოზიტიური ანტინუკლეარული ანტისხეულების ტესტი და არსებობს დაავადების კლინიკური ნიშნები.

ANA ანტინუკლეარული ანტისხეულები აუტოიმუნური დაავადების სადიაგნოსტიკო პირველი რიგის კვლევაა. წითელი მგლურის 95% შემთხვევაში ტესტის მაჩვენებელი პოზიტიურია, თუმცა ეს შესაძლოა სხვა დაავადებების დროსაც გამოვლინდეს.  ორგაჭვიანი დნმ (ANTI DS-DNA) ანტისხეულების ტესტი ბევრად სპეციფიკურია წითელი მგლურასთვის, თუმცა მგლურათი დაავადებულთა მხოლოდ 65-85% შემთხვევაში გვხვდება. ამიტომ ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულების ტესტის  ნეგატიური შედეგი მგლურას არ გამორიცხავს.

 

საკვლევი მასალა:ვენური სისხლი

ტესტისთვის მომზადება:წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს, თუმცა სასურველია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მედიკამენტსა თუ დანამატზე, რასაც მოიხმართ.

ბიოტინის (ვიტამნი H ანუ B7) მიღებისას, რეკომენდებულია ტესტის ჩატარებამდე 72 საათით ადრე შეწყდეს მედიკამენტის მიღება.

რეფერალური ნორმა:< 100 EI/ml

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ორჯაჭვიანი დნმ (Anti-dsDNA) IgG აუტო ანტისხეულების ტესტი ინიშნება,  როდესაც პაციენტს აღენიშნება მგლურასთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რასაც თან ახლავს ანტინუკლეარული ანტისხეულების  პოზიტიური ან საეჭვო მაჩვენებლები, რეკომენდებულია ანტი-dsDNA ანტისხეულების კვლევა.

წითელი მგლურას სიმპტომები მოიცავს შემდეგს:

  • კუნთების ტკივილი
  • ტკივილი ერთ ან მეტ სახსარში
  • სუბფებრილური ცხელება
  • სისუსტე და დაღლა
  • კანის გაზრდილი მგრძნობელობა სინათლისადმი
  • წონის კლება, თმის ცვენა
  • დაბუჟება ან მგრძნობელობის ცვლილებები კიდურებში
  • ორგანოებისა და ქსოვილების ქრონიკული ანთება და დაზიანება

 

ტესტი იგზავნება გერმანიაში, სამშაბათობით.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ანტინუკლეარული (ANA) ანტისხეულების ტესტი დადებითია, DS-DNA აუტოანტისხეულების კვლევა სხვა აუტოიმუნური დაავადებებისგან მგლურას დიფერენცირების შესაძლებლობას იძლევა.  დიაგნოზის სარწმუნოობის გასაზრდელად ანტი-dsDNA  ანტისხეულების კვლევასთან ერთად ტარდება  Sm- სმიტის აუტოანტისხეულების ტესტიც, რომელიც ასევე წითელ მგლურასთანაა ასოცირებული.  სმიტის ანტისხეულების ტესტი ტარდება ENA პანელის (ექსტრაქტირებადი ნუკლარული ანტისხეულების) შემადგენლობაში. ორჯაჭვიანი დნმ აუტოანტისხეულებთან ერთად ტარდება ანტი-ჰისტონური ანტისხეულების კვლევაც, რომელიც წამლით ინდუცირებული წითელი მგლურას 95%-ში გვხვდება და ადასტურებს დიაგნოზს.

 

საცნობარო მნიშვნელობები

ანტი-dsDNA ორგაჭვიანი დნმ ანტისხეულების კვლევა ინფორმატიულია დაავადების აქტივობის შესაფაებლადაც. გამწვავების პერიოდში ან მის წინა პერიოდში ხშირად აღინიშნება ორჯაჭვიანი დნმ-ის ანტისხეულების მატება.

ასევე ტესტი გამოიყენება მგლურას გართულებების, კერძოდ კი თირკმლისმიერი გართულებების რისკის შესაფასებლად. ლუპუს-ნეფრიტის დროს თირკმლის ანთებით დაზიანებას მოსდევს შარდში ცილის არსებობა, მაღალი არტერიული წნევა, თირკმლის ფუნქციური უკმარისობა.  ამის მიზეზია იმუნური ანთებითი რეაქცია თირკმლის ქსოვილში

 

შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.testing.com/tests/anti-dsdna/

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
powered by Google
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button