ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾55.00
კომპლემენტის სისტემა, ანუ ე.წ. კომპლემენტის კასკადი წარმოადგენს ჰუმორული, იმუნიტეტის შემადგენელ ნაწილს, რომელიც აძლიერებს ფაგოციტებისა და ანტისხეულების მიერ დაზიანებული უჯრედებისა და მიკრობების ორგანიზმიდან მოცილების უნარს. აძლიერებს პათოგენურ უჯრედებსა და მოკრობებზე შეტევის უნარს.
C4 კომპონენტი კომპლემენტის სისტემის ნაწილია, რომელიც ძირითადად ფილტვებსა და ძვლებში სინთეზირდება. შრატის C4 კომპონენტის კონცენტრაცია სისტემური წითელი მგლურის აქტივობის მგრძნობიარე ინდიკატორია.
თანდაყოლილი ანგიოედემის დროს ფერმენტ C1-ესთერაზას ინჰიბიტორის ნაკლებობა იწვევს C2 და C4 კომპონენტების დაშლის გაძლიერებას, რის გამოც C4 კომპონენტის დონე შრატში დაბალია.
C4 კომპონენტის დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება მგლურას უჯრედების გარეშე მიმდინარე სისტემური წითელი მგლურას მსგავსი მდგომარეობისას, შონლაინ-ჰენოხის პურპურით და გლომერულონეფრიტით.
კომპლემენტის C4 კომპონენტის მემკვიდრული დეფიციტი ზრდის ჩირქოვანი პროცესებით მიმდინარე ბაქტერიული ინფექციების რისკის.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული საზღვრები – 10-40 მგ/დლ
C4 კომპონენტის დონის მატება | C4 კომპონენტის დონის დაქვეითება |
ავთვისებიანი მდგომარეობები | • აქტიური წითელი მგლურა
• მწვავე გლომერულონეფრიტი • იმუნური კომპლექსებით მიმდინარე დაავადებები • კრიოგლობულინემია • მემკვიდრული დეფიციტი • მემკვიდრული ანგიოედემა |
ზოგიერთი მედიკამენტი გავლენას ახდენს კომპლემენტის კომპონენტების მაჩვენებელზე
ზრდის : ციკლოფოსფამედი, დანაზოლი, ორალური კონტრაცეპტივები
ამცირებს: დექსტრანები, მეთილდოფა, პენიცილამინი
მონოკლონური IgA ან IgM ტიპის გამოპათიები გავლენას ახდენს C4 განსაზღვრაზე. შრატის ჭარბი ლიპემია იწვევს С4 კომპონენტის მაჩვენებლის მომატებას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები