ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
კომპლემენტის კომპონენტი C3 წარმოადგენს კომპლემენტის სისტემის ცილების თითქმის 70%-ს. მონაწილეობს კომპლემენტის სისტემის აქტივაციაში როგორც კლასიკური, ისე ალტერნატიული გზით.
კომპლემენტის კომპონენტი C3 სინთეზირდება ღვიძლში, მაკროფაგებში, კანის და ლიმფოიდურ ქსოვილებში. კომპლემენტის სისტემის სხვა კომპონენტებთან ერთად C3 მოიხმარება იმუნოლოგიურ რეაქციებში.
კომპლემენტის კომპონენტი C3 მემკვიდრეობითი დეფიციტი იშვიათი ანომალიაა,აუტოსომურ რეცესიული გზით გადაეცემა, კლინიკურად მორეციდივე ინფექციური პროცესებით მიმდინარეობს – როგორც გრამ უარყოფითი, ისე გრამ დადებითი ბაქტერიების მონაწილეობით.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
C3 კომპონენტის კონცენტრაციის მომატება | C3 კომპონენტის კონცენტრაციის დაქვეითება |
სხვადასხვა ანთებითი დაავადებები
|
• გენეტიკური დეფიციტი
• სისტემური წითელი მგლურა • B ჰეპატიტი • ესენციური შერეული კრიოგლობულინემია • შოგრენის სინდრომი • შრატის დაავადება • მოკლე ნაწლავის სინდრომი • მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი • პოსტსტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტი • ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი • ათერომატოზული ემბოლია • ოჯახური ხმელთაშუა ზღვის ცხელება • ურტიკარიული ვასკულიტი • X-შეჭიდული ჰიპოგამაგლობულინემია • ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი |
კომპლემენტის C3 კომპონენტის კონცენტრაციის ცვლილებებს იწვევს ზოგიერთი მედიკამენტიც:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |