
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
ქლორის განსაზღვრა (Cl) სისხლშიელექტროლიტური ტესტია, რომელიც აფასებს ორგანიზმის წყლისა და მჟავა-ტუტოვანი ბალანსს. გადახრები მაჩვენებელში შესაძლოა მიუთითებდეს დეჰიდრატაციაზე, თირკმლის დაავადებაზე ან მჟავა-ტუტოვანი დისბალანსზე
ქლორი (Cl) არის უჯრედგარე სითხის მთავარი ანიონი, ის ასევე გვხვდება სხეულის სხვა სითხეებში: კუჭის წვენში, პანკრეასსა და ნაწლავებში, ბრმა ნაწლავის სეკრეტში, ოფლსა ცერებროსპინალურ სითხეში. ქლორი არის მთავარი ანიონი, რომელიც აბალანსებს უჯრედგარე სითხეში კათიონების, ძირითადად ნატრიუმის ეფექტს. ქლორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის (პლაზმასა და ერითროციტებს შორის), ოსმოსური ბალანსის (სისხლსა და ქსოვილებს შორის), წყლის ბალანსის შენარჩუნებაში, ააქტიურებს ამილაზას, მონაწილეობს კუჭის წვენში მარილმჟავას წარმოქმნაში.
ქლორის მთავარი დეპო არის კანი, რომელსაც შეუძლია შეინახოს მისი 30-60%.
ფიზიოლოგიურ პირობებში, ქლორის კონცენტრაციის ცვლილებები მეორეხარისხოვანია სხვა ელექტროლიტების ცვლილებებთან შედარებით. მისი მიზანია გარემოს ელექტრონეიტრალურობის შენარჩუნება: თუ ბიკარბონატის შემცველობა იზრდება, ქლორის შემცველობა მცირდება, თუ ნატრიუმის დონე იზრდება, ქლორის შემცველობაც იზრდება. არაკომპენსირებული ჰიპერქლორემია იწვევს მეტაბოლურ აციდოზს. ქლორიდები ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად შარდით (90%), ასევე ოფლითა და განავლით. ქლორის ცვლა რეგულირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების მიერ.
საკვლევი მასალავენური სისხლი
სისხლში ქლორის კონცენტრაცია იზრდება:
სისხლში ქლორის კონცენტრაცია მცირდება:
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
