
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾505.00
ნიმუშის აღება შესაძლებელია ნებისმიერ დღეს, ყველა ფილიალში
ნიმუშის გაგზავნის დღეა პარასკევი
მამაკაცთა უნაყოფობა ხშირად დაკავშირებულია ოლიგოზოოსპერმიასთან (სპერმის წარმოქმნის შემცირებასთან)ან აზოოსპერმიასთან (სპერმის არარსებობა ეაკულაციის დროს).
ოლიგოზოოსპერმიას და აზოოსპერმიას ბევრი სხვადასხვა მიზეზი აქვს (სათესლე ჯირკვლის ქსოვილში მიმდინარე ცვლილებები, ასევე სისტემური დაავადებები,კრიპტორქიზმი, ენდოკრინოლოგიური დაავადებები, სათესლე სადინრის დახშობა/არარსებობა, ინფექციები, დასხივება, ზოგიერთი მედიკამენტების ზემოქმედება და სხვა).
სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევათა თითქმის 30% მოდის გენეტიკურ დარღვევებზე, როგორებიცაა:
Y ქრომოსოსმის მიკროდელეციები უნაყოფობის შედარებით ახლადაღმოჩენილი მიზეზია. ამ მუტაციატა უმეტესონა დე-ნოვოა (ანუ არსებულ გენოტიპშია წარმოქმნილი და არა მემკვიდრულად მიღებული მშობლისგან).
AZF (Azoospermia Factor) არის Y ქრომოსომის გრძელი მხრის მონაკვეთი (Yq11), რომელიც შეიცავს სპერმატოგენეზისთვის აუცილებელ გენებს. მისი სამი ძირითადი ქვერეგიონია: AZFa, AZFb და AZFc.
Y ქრომოსომის AZFa რეგიონში არსებული გენები მნიშვნელოვანია ემბრიონის ჩამოყალიბებისა და სქესობრივი მომწიფების (პუბერტატის) პერიოდში, რადგან ისინი მონაწილეობს სპერმატოგონიების (სასქესო უჯრედების წინამორბედი გერმინალური უჯრედები) დიფერენციაციაში;
AZFb და AZFc რეგიონების გენები კი მონაწილეობს სპერმატოგონიების სრულ მომწიფებაში იმ ეტაპამდე, როდესაც ისინი სპერმატოზოიდებად გარდაიქმნება და ფერტილიზაციის (განაყოფიერების) უნარს იძენენ.
პაციენტებს, რომელთაც AZFa რეგიონი სრულად აკლიათ, სათესლე ეპითელიუმში არ ხდება სპერმატოგენეზი, რადგან სატესლე შეიცავს მხოლოდ სერტოლის უჯრედებს („სერტოლის უჯრედების სინდრომი“ Sertoli-Cell-Only Syndrome, SCO).
გარდა AZFa, AZFb და AZFc რეგიონების ცალკეული დელეციებისა, აღწერილია კომბინირებული დელეციები — AZFbc, AZFabc, ასევე AZFc რეგიონის ნაწილობრივი დელეციები (AZFc/gr/gr).
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
მამაკაცის უნაყოფობის, აზოოსპერმიის ან ოლიგოსპერმიის შეფასება და თერაპიული ღონისძიებების დაგეგმვა
AZFa რეგიონის სრული დელეცია (წაშლა) იწვევს შეუქცევად სერტოლის უჯრედების სინდრომს, რომლის დროსაც შეუძლებელია მომწიფებული სპერმატოზოიდების მიღება
AZFb და AZFbc უბნების სრული დელეციები ხასიათდება სერტოლის უჯრედების სინდრომის განვითარების (Sertoli Cell-Only Syndrome) ჰისტოლოგიური სურათით ან სპერმატოგონიების მომწიფების შეჩერებით, რაც აზოოსპერმიას იწვევს
AZFc უბნის დელეციები შეიძლება გამოვლინდეს მამაკაცებში აზოოსპერმიის ან მძიმე ოლიგოაზოოსპერმიის შემთხვევაში და, იშვიათად შესაძლებელია მათი გადაცემა მამრობით შთამომავლობაზე
ტესტი მამაკაცის უნაყოფობის ყველა მიზეზს ვერ ავლენს — მაგალითად, აზოოსპერმიის ან მამაკაცის უნაყოფობის სხვა გენეტიკური და არაგენეტიკური ფაქტორები საჭიროებს დამატებით კვლევას
უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს აზოოსპერმიის არსებოაბს
კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს კლინიკური მდგომარეობის, ოჯახური ისტორიისა და სხვა ლაბორატორიული მონაცემების გათვალისწინებით.
პოლიმორფიზმები — გენეტიკური ვარიანტებია, რომლებიც ზოგჯერ იწვევს ცრუ-პოზიტიურ ან ცრუ-ნეგატიურ შედეგებს.
ალოგენური ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია — მნიშვნელოვნად ცვლის კვლევის შედეგებს და ართულებს ინტერპრეტაციას.
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |