ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ცელიაკიის სკრინინგი / Celiac Screening

ცნობილი როგორც:ცელიაკიის სკრინინგი / Celiac Screening
SKU: 2038

175.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ცელიაკია აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის ინიცირებას გენეტიკური წინასწარგანწყობის მქონე ადამიანებში,  მარცვლოვნებში შემავალი გლუტენის საკვებად მიღება ახდენს,

ცელიაკიის სიხშირე ზოგად პოპულაციაში დაახლოებით 0.5% შეადგენს.

დაავადება შესაძლოა გამოვლინდეს ადრეულ ასაკშიც (4-24 თვის ასაკში), თუმცა შემთხვევათა უმეტესობასი იწყება მოხრდილობისას.

დაავადების კლინიკური სურათი მოიცავს დიარეას, მუცლის ტკივილს, მონელების დარღვევებს, წონის კლებას, გაღიზიანებული ნაწლავის სურათს და ა.შ.

ცელიაკიის დიაგნოზის მქონე პაციენტთა თითქმის ნახევარს აღენიშნება დაავადების უსიმპტომო, ან ატიპური ფორმა.

ცელიაკიის სეროლოგიური მარკერები ფართოდ გამოიყენება დაავადების სკრინინგისათვის.

ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზა ქსოვილოვანი ენზიმია, რომელიც ცელიაკიის დაავადებასთან ასოცირებულ ანტიგენს წარმოადგენს. ქსოვილოვანი ტრანსგლუტამინაზას მიმართ განვითარებული  IgA და IgG ანტისხეულები  ცელიაკიის სასკრინინგო სეროგოლიური მარკერებია.

იმუნოგლობულინი IgA იმუნური სისტემის ცილაა, რომელიც მონაწილეობს ბაქტერიების და ვირუსების განეიტრალებაში. ის წარმოიქმნება ლეიკოციტებში, კერძოდ B უჯრედებში და ტრანსპორტირდება ლორწოვან გარსებში: ნაწლავში, პირის ღრუს, სასუნთქი და შარდ-სასქესო ტრაქტის  ლორწოვანებში.

ლორწოვან გარსებში არსებული IgA უზრუნველყოფს ადგილობრივ დაცვას  როგორც პათოგენური ვირუსების და ბაქტერიებისგან, ისე ადგილობრივი  მიკროფლორის გავლენისგან.

 

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება:  კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია, გარკვეული პერიოდის მანძილზე პაციენტმა  მიიღოს გლუტენის შემცველი პროდუქტები, რათა განვითარდეს იმუნური რეაქცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კვლევა არაინფორმატიულია.

 

რეფერენტული საზღვრები

 IgA ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები:
უარყოფითი: <10 ერთეული/მლ
დადებითი: ≥ 10 ერთეული/მლ

IgG ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები:
Negative: <10 ერთეული/მლ
Positive: ≥ 10 ერთეული/მლ

იმუნოგლობულინი IgA

IgA რაოდენობა დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე. ასაკის მატებასთან ერთად ნორმის მაჩვენებლები იზრდება.

  • 0-1 წლის: 1-83 მგ/დლ
  • 1-5 წლის: 20-152 მგ/დლ
  • 5-10 წლის: 33-274 მგ/დლ
  • 10-17 წლის:  42-378 მგ/დლ
  • 18 წლის ზემოთ: 60-400 მგ/დლ

 

ცელიაკიის სკრინინგის პროფილი მოიცავს შემდეგ ტესტებს:

 

ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgA

ტრანსგლუტამინაზას საწინააღმდეგო IgG

საერთო იმუნოგლობულინი IgA

 

 

 

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button