Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ოსმოლარობა | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ოსმოლარობა | ლაბორატორიული კვლევა
SKU: 181

Original price was: ₾45.00.Current price is: ₾40.50.

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

შრატის ოსმოლარობა არის მასში გახსნილი ნივთიერებების ნაწილაკების (მოლეკულების) კონცენტრაცია. ეს არის მაჩვენებელი, თუ ნივთიერებების რა რაოდენობებია გახსნილი შრატში (გამხსნელში).

შრატის (ან პლაზმის) ოსმოლარობა განისაზღვრება მასში გახსნილი ნივთიერებების კონცენტრაციით, როგორებიცაა: ნატრიუმის მარილები, გლუკოზა, შარდოვანა და სხვა.

ნაწილაკები, რომლებიც გავლენას ახდენს ოსმოლარობაზე, მცირე ზომის მოლეკულებია, შრატში მაღალი კონცენტრაციით.

ოსმოლარობის ერთეულია მილიოსმოლი ლიტრ გამხსნელზე.

ხსნარში (პლაზმაში ან შრატში) გახსნილი ნაწილაკების რაოდენობა განსაზღვრავს ოსმოლების რაოდენობას. თითოეულ ნაწილაკს ერთეულის მნიშვნელობა აქვს.  ანუ, 1 მილიმოლი გლუკოზა წარმოქმნის 1მოსმ/კგ სითხეზე.

ნაწილაკების უნარი, მონაწილეობა მიიღოს პლაზმის ან შრატის ოსმოლარობაში, განსაზღვრება მისი უჯრედის მემბრანაში გასვლის უნარით.

პაციენტებში ნორმალური გლიკემიითა და თირკმლის ადექვატური ფუნქციონირებით, შრატის ოსმოლარობის ცვლილებას განსაზღვრავს ნატრიუმის მაჩვენებლის ცვლილება (გლუკოზისა და შარდოვანას ნაწილაკების მონაწილეობა ოსმოლარობის ცვლილებაში რელევანტურია მხოლოდ მაშინ, როცა ამ სუბსტანციების კონცენტრაცია სისხლში მომატებულია). ის ნივთიერებები, რომლებიც ტავისუფლად გადის უჯრედის მემბრანაში, „უსაფრთხოა“, რადგან ისინი არ ქმნის ოსმოსურ გრადიენტს (განსხვავებას) მემბრანის სხვადასხვა მხარეებს შორის.

შრატის ოსმოლარობა კონტროლდება ორი ძირითადი მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს სითხის ადექვატურ გადანაწილებას უჯრედშიდა და უჯრედგარე სივრცეებშ, ესენია: ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) გამოყოფა და წყურვილის შეგრძნება. ნეიროჰიპოფიზის დონეზე გამოთავისუფლებული ანტიდიურეზული ჰორმონი, შრატის ოსმოლარობას ზრდის 1%-ით. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს წყლის რეაბსორბციის (უკუშეწოვის) გაძლიერებას.

წყურვილის მექანიზმი აქტიურდება, როდესაც პლაზმის ოსმოლარობა აღემატება 290 მოსმ/კგ H 2 O, იქმნება წყლის დეფიციტის რეგულირების საჭიროება. წყურვილის მექანიზმით ორგანიზმი თავს იცავს გაუწყლოებისგან.

ოსმოლარობის ცვლილება, წყლის ჭარბი მიღების, ან დაკარგვის შედეგად, იწვევს სითხის  უჯრედშიდა და უჯრედგარე გადანაწილების დარღვევას, რაც გამოვლინდება შეშუპებით, ან გაუწყლოებით უჯრედულ დონეზე. ამ ცვლილებების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია ოსმოლარობის ცვლილების ეტიოლოგიაზე,ცვლილების სიჩაქრესა და გამომწვევი ელექტროლიტების ბუნებაზე.

ოსმოლარობის ნელი ტემპით 60-80 mosmol/kg H 2 O დაქვეითება არ არის საშიში, მაშინ როდესაც 40-60 mosmol/kg H 2 O-ით ოსმოლარობის მატება, წყლის დეფიციტის, ან ზოგიერთი ნაწილაკის (გლუკოზა, ნატრიუმი) მომატების შედეგად, რომლებიც არ გადის უჯრედის მემბრანაში, შეიძლება გამოიწვიოს კომა და სიკვდილიც კი.

წყალ-ელექტროლიტური დისბალანსი კლინიკურად ვლინდება ცნობიერების შეცვლის სხვადასხვა ხარისხით, ლეთარგიით, ძალის დეფიციტით, თუმცა შესაძლოა იყოს უსიმპტომოც.

 

როდის ტარდება კვლევა?

ოსმოლარობის კვლევა აუცილებელია შემდეგ შემთხვევებში:

  • წყალ-ელექტოლიტური და მჯავა-ტუტოვანი დისბალანსის დიაგნოსტიკა
  • ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის მონიტორინგი
  • ეპილეფსიური გულყრები
  • უშაქრო დიაბეტი
  • პირველადი პოლიდიფსია (გაძლიერებული წყურვილი)
  • წყლით ინტოქსიკაცია
  • ეთილენ-გლიკოლისა და მეტანოლის მიღება
  • ღვიძლის დაავადებები
  • ფსევდო და ჰიპერნატრემიის გამოვლენა

 

წინასწარი მომზადება: აუცილებელია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება

საკვლევი ამსალა: ვენური სისხლი

 

კრიტიკული მაჩვენებლები

  • < 240 mosmol/kg H 2 O  ან  > 321 mosmol/kg H 2 O
  • ~ 385 mosmol/kg H 2 O იწვევს სტუპორს (ცნობიერების ღრმა დარღვევას)
  • 400-420 მოსმ/კ H 2 O იწვევს გენერალიზებულ გულყრას
  • > 420 მოსმ/კგ H 2 O ლეტალური გამოსავალი

 

შედეგების ინტერპრეტაცია

შრატის ოსმოლარობა იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერნატრემია
  • დეჰიდრატაცია (გაუწყლოება)
  • ჰიპერკალცემია
  • ტვინის დაზიანება
  • მანიტოლით მკურნალობა
  • აზოტემია
  • ეთანოლის, მეთანოლის, ეთილენ-გლიკოლის მიღება
  • თირკმლის დაზიანებები
  • კომა

 

შრატის ოსმოლარობა მცირდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ჰიპერჰიდრაცია
  • ჰიპონატრემია
  • ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის დაქვეითება (ხშირად ახლავს პარანეოპლაზიურ სინდრომს, ფილტვის სიმსივნეებისას)

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button