ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾175.00
ბეტა კაროტინი ნივთიერებაა, რომელიც განეკუთვნება კაროტინოიდებს. კაროტინოიდებს ვიღებტ მცენარეებიდან, როგორებიცაა: სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, გარგარი, მოწითალო-იისფერი ბოსტნეული და ხილი.
ბეტა კაროტინი პროვიტამინია, რომელიც გარდაიქმნება ვიტამინ A-დ. A პროვიტამინი მხოლოდ მცენარეებში გვხვდება. ცხოველური წყაროებიდან მიღებულმა A პროვიტამინის ჭარბმა დოზამ (რეტინოლი), შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი მოგვცეს, თუმცა მცენარეული ბეტა-კაროტინიდან წარმოქმნილი A ვიტამინი, ტოქსიკურობას არ იწვევს.
თუ საკვებით ან დანამატებით მიღებულ ბეტა-კაროტინს ორგანიზმი სრულად ვერ გარდაქმნის A ვიტამინად, ის რჩება ცირკულაციაში.
ბეტა-კაროტინი და ვიტამინი A მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეპროდუქციული სისტემის, კანის, მხედველობის და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში.
ბეტა-კაროტინი, ისევე როგორც სხვა კაროტინები ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელ ეფექტებს.
ბეტა-კაროტინის და A ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შესაძლოა იყოს:
ლაქტოზის აუტანლობა
ცელიაკია
ცისტური ფიბროზი
ორსულ და მეძუძურ ქალებს ბეტა-კაროტინის და A ვიტამინის ჩვეულებრივზე მარალი დოზა ესაწიროებათ.
ვიტამინ A-ს და ბეტა-კაროტინის დეფიციტს, ახასიათებს შემდეგი
სიმპტომები
ღამის სიბრმავე
საერთო სისუსტე
იმუნიტეტის დაქვეითება (სხვადასხვა გამოვლინებები)
კანის დაზიანებები
ტოქსიკურობა
ბეტა-კაროტინი მაღალი კონცენტრაციითაც კი არ არის ტოქსიკური, თუმცა, დიდი დოზებით ხანგრძლივმა მირებამ შესაძლოა ჰიპერკაროტინემია გამოიწვიოს. ამის გავლენით კანი ხდება მოყვიტალო-ნარინჯისფერი. ჰიპოთირეოზით პაციენტებში, ზოგჯერ აღინიშნება ბეტა-კაროტინის A ვიტამინად გარდამქმნელი ფერმენტების დეფიციტი, რაც ასევე ჰიპერკაროტინემიის და A ვიტამინის დეფიციტის მიზეზი ხდება. კაროტინების და A ვიტამინის შემცველი დანამატების მირება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული, სპონტანური აბორტის ან განვითარების ანომალიების რისკის გამო.
ზოგიერთი მედიკამენტები, რომლებიც ნაწლავიდან ცხიმის ათვისებას ბლოკავს (წონის კონტროლის მიზნით), იწვევს ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A,D,E,K) ათვისების დაქვეითებასაც, რაც ხოგჯერ ჰიპოვიტამინოზის მიზეზი ხდება.
საკვლევი მასალა:
ვენური სისხლი
წინასწარი მომზადება
კვლევა ტარდება უზმოდ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://www.urmc.rochester.edu/encyclopedia/content.aspx?contenttypeid=19&contentid=betacarotene
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია