ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾85.00
ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულები ასოცირებულია სისხლის არაადექვატურ შედდებსთან. ისინი ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებს განეკუთვნება, რომლებიც შეცდომით მიართულია საკუთარი უჯრედების (მათ შორის თრომბოციტების) მემბრანის ლიპიდ-ცილოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ. ეს კვლევა დანარჩენ ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებტან (ანტიკარდიოლიპინური ანტისხეულები და მგლურას ანტიკოაგულანტის ანტისხეულები), ტარდება ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოსტირებისათვის.
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები ასოცირებულია თრომბოზურ პროცესებთან როგორც ვენურ ისე არტერიულ სისხლში.
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების აღმოჩენა უფრო ტიპიურია აუტოიმუნური დაავადებების მქონე ადამიანებში. ანტიფოსფოლიპიდური სინდრომიც აუტოიმუნური მდგმარეობაა, რომელიც განაპირობებს თრომბოზებს, თრომბოციტოპენას და სპონტანურ აბორტებს.
ისეთი აუტოიმუნური დაავადებისას, როგორიცაა წითელი მგლურა, ასევე იწყება აუტოანტისხეულების გამომუშავება და თრომბოზული პროცესები.
როდის ტარდება ტესტი?
ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულების ტესტი, მგლურას ანტიკოაგულანტის და კარდიოლიპინური აუტოანტისხეულების კვლევასთან ერთად, ტარდება ისეთი მდგომარეობების დიაგნოსტირებისათვის, როგორიცაა:
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
აუხსნელი თრომბოზული ეპიზოდები
გარდამავალი იშემიური (თრომბოზული) შეტევები
სპონტანური აბორტები (განმეორებითი), ეკლამფსიით ან პრეეკლამფსიით
სისტემური წითელი მგლურა, ან სხვა შემაერთებელქსოვილოვანი სისტემური აუტოიმუნური დარღვევევბი
აუტოანტისხეულების 3 ძირითადი კლასის იდენტიფიცირება ხდება, ესენია: IgG, IgM, IgA.
თუ ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების G და M კლასზე საწყისი კვლევები უარყოფითია, მაგრამ ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის გამორიცხვა არ ხდება (კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე), მაშინ ტარდება IgA კვლევა, სხვა ნაკლებად ჩვეულ ანტისხეულების ტესტებთან ერთად, როგორიცაა ანტი-ფოსფატიდილსერინის ანტისხეულები და ანტი-პროთრომბინული ანტისხეულები. თუმცა, ანტიფოსფოლიპიდური IgA ანტისხეულების კვლევითი ღირებულება, კვლავ სადაო საკითხია.
შედეგების ინტერპრეტაცია
კვლევის მონაცემების განხილვა ხდება ავადმყოფობის ისტორიასთან, კლინიკურ მდგომარეობასტან, ანამნეზთან, ფიზიკური და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების მონაცემებთან ერთად.
ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულების პოზიტიური მაჩვენებლები, შესაძლოა მიუთითებდეს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობაზე. თუ ტესტები პოზიტიურია, რეკომენდებულია მათი გადამოწმება 12 კვირაში, იმის დასადგენად, აუტოანტისხეულები დროებითია, თუ პერსისტირებს (მუდმივია).
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზი ისმება როგორც კლინიკური მონაცემების, ასევე ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულებიდან ერთერთის პერსისტიული (მუდმივი) არსებობის საფუძველზე.
თუ ტესტი ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 ანტისხეულებზე უარყოფითია, მაგრამ პოზიტიურია ზოგადად ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე, ამასთანავე არსებობს დაავადების კლინიკური გამოვლინებები, დიდი ალბათობით სახეზეა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი.
თუ ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულების ტესტი სუსტად ან ზომიერად დადებითია, სხვა ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებთან ერთად, სავარაუდოა სხვა მიზეზი (მაგ ინფექციური პროცესი). თუ განმეორებითი კვლევით ანტისხულების პასუხი უარყოფითია, – ანტისხეულები დროებითი იყო. დროებითი აუტოანტისხეულები ვლინდება ადამიანებში მწვავე ინფექციით, აივ/შიდს-ით, სიმსივნეებით, ასევე ზოგიერთი მედიკამენტების მირებისას, როგორებიცაა: ფენიტოინი, პენიცილინები, პროკაინამიდი.
თუ დიაგნოსტირებულია აუტოიმუნური დაავადება, მაგალითად მგლურა, და ბეტა-2 გლიკოპროტეინ 1 აუტოანტისხეულების ტესტი დადებითია, ეს მიუთიტებს თრომბოზის განვიტარების გაზრდილ რისკზე.
თუ დიაგნოსტირებულია აუტოიმუნური დაავადება, მაგრამ ანტისხეულებზე ტესტი უარყოფითია, შესაძლებელია საჭირო გახდეს კვლევის გამეორება.
როდის ჩავიტაროთ კვლევა?
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების კვლევის საჭიროება დგება როდესაც არის კლინიკური გამოვლინებები, ან აღინიშნება თრომბოზი (ვენური, ან არტერიული), როდესაც ანამნეზშია ერთი ან რამდენიმე სპონტანური აბორტი, განსაკუთრებით მეორე ან მესამე ტრიმესტრში.
საკვლევი მასალა
ვენური სისხლი
წინასწარ მომზადებას
არ საჭიროებს
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია