ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾207.00
ტიპი I შაქრიანი დიაბეტი მეტაბოლური დაავადებაა, რომელიც ვითარდება პანკრეასის β-უჯრედების საწინააღმდეგოდ მიმართული აუტოიმუნური პროცესის შედეგად. აუტოაგრესიული პროცესის შედეგად შერჩევიტად ზიანდება ბეტა უჯრედები რასაც ინსულინის დეფიციტი მოსდევს. 1988 წელს რამდენიმე ტიპის აუტოანტისხეულის იდენტიფიცირება მოხდა, რომელთა შორისაა ანტი-ინსულინური ანტისხეულები, პროტეინ 2 აუტოანტისხეულები, გლუტამატმჟავას დეკარბოქსილაზას აუტოანტისხეულები და ინსულინის საწინააღმდეგო ანტისხეულები. თუთიის ტრანსპორტერი ZnT8 ანტისხეულები ბოლო პერიოდში აღმოჩენილია. ტიპი I დიაბეტით პაციენტების 4-7% აუტოანტისხეულებზე ნეგატიურია, 10%-ზე ნაკლებს აქვს მხოლოდ 1 ბიომარკერი და დაახლოებით 70%-ს აქვთ 3-4 ბიომარკერი.
პანკრეასის ერთი ან რამდენიმე ტიპის აუტოანტისხეულის არსებობა ვლინდება ტიპი I დიაბეტით დაავადებულთა 93-96%-ში, როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში. ეს ანტისხეულები ტიპი I დიაბეტით დაავადებულთა ნათესავებშიცაა აღმოჩენილი, რომლებსაც აქვთ დიაბეტის განვითარების რისკი. ამ პაციენტებს დასაწყისში, ვიდრე განვიტარდება ინსულინდამოკიდებულება, არასწორად ტიპი II დიაბეტის დიაგნოზს უსვამენ.
ლატენტურად (ფარულად) მიმდინარე ტიპი I დიაბეტის განსხვავება ტიპი II დიაბეტისგან შესაძლებელია პანკრეასის ამა თუ იმ ტიპის აუტოანტისხეულების აღმოჩენით, მათ შორის მნიშვნელოვანია თუთიიტ ტრანსპორტერი 8 საწინააღმდეგო ანტისხეულები.
გესტაციური (ორსულობის) დიაბეტის მქონე პაციენტებში პანკრეასის საწინააღმდეგო რომელიმე ანტისხეულების აღმოჩენით შესაძლებელია მომავალში დიაბეტის განვითარების რისკის შეფასება.
ZnT8 აუტოანტისხეულები წარმოდგენილია ტიპი I დიაბეტის მქონე როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში, თუმცა ხშირია ბავშვებში.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <15.0 სე/მლ
15.0 სე/მლ-ზე მაღალი მაჩვენებელი – სეროპოზიტიურია და შეიძლება მიუთითებდეს:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები