
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,950.00
ანტინეირონული ანტისხეულები (NMDAR, AMPAR, GABABR, LGI1, CASPR2, GABAAR, mGluR1, mGluR2, mGluR5, DPPX, IGLON5, GluK2, SEZ6L2, ნეიროქსინი) იმუნოგლობულინებია, რომლებიც ნეირონების ზედაპირული ანტიგენების (NMDAR, AMPAR, GABABR, LGI1, CASPR2, GABAAR, mGluR1, mGluR2, mGluR5, DPPX, IGLON5, GluK2, SEZ6L2, ნეიროქსინი) წინააღმდეგაა მიმართული და იწვევს ავტომუნურ ენცეფალიტს და სხვა ნევროლოგიურ სინდრომებს.
პათოგენური პროცესი პირდაპირ კავშირშია ფსიქოზთან, ეპილეფსიურ შეტევებთან, მეხსიერების დარღვევებთან და სხვადასხვა ავტონომურ დარღვევებთან
ნეირონების ზედაპირული ანტიგენები — ეს არის ნეირონების მემბრანაზე არსებული ცილები და რეცეპტორები, რომელთა წინააღმდეგაც წარმოიქმნება ანტინეირონული ანტისხეულები.
ანტინეირონული ანტისხეულების განსაზღვრა ლაბორატორიული ანალიზია, რომელიც გამოიყენება ავტომუნური ენცეფალიტისა და სხვა პარანეოპლასტური/ავტომუნური ნევროლოგიური სინდრომების დიაგნოსტიკისთვის.
ანტინეირონული ანტისხეულების კვლევის ჩატარების საჭიროება დგება მაშინ, როცა არსებობს ეჭვი ავტოიმუნურ ენცეფალიტზე ან სხვა პარანეოპლასტურ/ავტოიმუნურ ნევროლოგიურ სინდრომებზე.
ანტისხეულების აღმოჩენა ადასტურებს ან აძლიერებს ეჭვს ავტომუნურ ენცეფალიტზე.
ანტინეირონული ანტისხეულების შედეგების ინტერპრეტაცია დამოკიდებულია რომელ ანტიგენზე გამოვლინდა რეაქტიულობა და რა კლინიკური სურათი ახლავს მას.
NMDAR ანტისხეულები (NMDA რეცეპტორის NR1 ქვეგანყოფილება) იწვევს ფსიქოზს, გულყრებს, მეხსიერების დარღვევას
AMPAR ანტისხეულები (AMPA რეცეპტორის GluA1/2 ქვეგანყოფილებები) ასოცირდება ლიმბური (საფეთქლის წილის სტრუქტურები) სისტემის დაზიანება ენცეფალიტით
GABABR ანტისხეულები (GABA-B რეცეპტორი) ხშირად ასოცირდება მძიმე ეპილეფსიური შეტევებთან
LGI1 ანტისხეულები (სინაპტური ცილა) ფაციო-ბრაქიული დისტონიური გულყრები, მეხსიერების დარღვევები
CASPR2 ანტისხეულები (ნეირონული ადჰეზიის მოლეკულა) მორან-ვოლტმანის სინდრომი, ნევრონული ჰიპერაგზნებადობა
GABAAR ანტისხეულები (GABA-A რეცეპტორი) ენცეფალიტი მრავალფოკალური კრუნჩხვებით
mGluR1/2/5 ანტისხეულები (გლუტამატის რეცეპტორები) ატაქსია, ლიმბური ენცეფალიტი
DPPX ანტისხეულები (კალიუმის არხის რეგულატორი) ფსიქომოტორული აგზნება, დიარეა, წონის კლება
IGLON5 ანტისხეულები (ადჰეზიის მოლეკულა) ძილის დარღვევები, ნეიროდეგენერაციული ენცეფალიტი
GluK2 ანტისხეულები (კაინატის (გლუტამატის რეცეპტორის სახეობა) რეცეპტორის ქვეგანყოფილება) კოგნიტური და მოძრაობის დარღვევები
SEZ6L2 ანტისხეულები (სინაპტური ცილა) ენცეფალიტის მსგავსი სინდრომები
Neurexin ანტისხეულები (სინაპტური ადჰეზიის მოლეკულა) ფსიქოზი, კოგნიტური დარღვევები
ანტისხეულების არსებობა ყოველთვის არ ნიშნავს დაავადებას — საჭიროა კლინიკური შეფასება
დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
