ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾91.00 Original price was: ₾91.00.₾81.90Current price is: ₾81.90.
რევმატოიდული ართრიტი (RA) არის სისტემური აუტოიმუნური დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 0,5-1%-ზე. ხასიათდება ანთებით, სინოვიალური ჰიპერპლაზიით, აუტოანტისხეულების წარმოქმნით, ხრტილისა და ძვლის დესტრუქციით, სახსრების დეფორმაციებით პროგრესირებადი ფუნქციური იმპოტენციით და შესაძლო სახსარგარე გამოვლინებებით (კარდიოვასკულური, ფილტვისმიერი, კანის, ნევროლოგიური). ადრეული თერაპიული ჩარევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახსრების შეუქცევადი დაზიანების პრევენციისთვის და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დაავადება ადრეულ ეტაპზევე იქნეს დიაგნოსტირებული.
რევმატოლოგიის ამერიკული კოლეჯის (ACR) 1987 წლის კლასიფიკაცია ფართოდ გამოიყენება RA-ს დიაგნოსტიკაში; თუმცა, მას აქვს მრავალი შეზღუდვა, ძირითადად კლინიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით, რომლებიც ხშირად არ გვხვდება დაავადების ადრეულ სტადიებზე. ამ მიზეზით, აუცილებელია სპეციფიური სეროლოგიური მარკერების გამოყენება იმ პაციენტების იდენტიფიცირებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ ისარგებლონ მკურნალობის აგრესიული მეთოდებით.
რევმატოიდულ ართრიტთან დაკავშირებული პირველი აღწერილი ანტისხეული იყო რევმატოიდული ფაქტორი (FR), თუმცა მას გააჩნია მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური შეზღუდვები. ციტრულინის ცილის აუტოანტისხეულების (ACPA) აღმოჩენამ კი არსებითად გააუმჯობესა რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკა დაავადების ადრეულ სტადიაზე.
ციტრულინი არის ფართოდ გავრცელებული, არაცილოვანი ამინომჟავა, რომელიც წარმოადგენს შუალედურ პროდუქტს შარდოვანას მეტაბოლიზმში. ფერმენტი პეპტიდილ-არგინინ დეამინაზა (PAD), რომელიც დიდი რაოდენობით გვხვდება სინოვიალურ სითხეში ანთების დროს (PAD2 და PAD4 იზოფორმების სახით), აკატალიზებს სინოვიალური სითხის ცილებში შემავალი არგინინის ციტრულინად გარდაქმნას. PAD2 და PAD4 იზოფერმენტები ციტრულინირებენ სინოვიალურ ცილებს, მათ შორის ვიმენტინს. შემდგომში ციკლური ციტრულინირებული პეპტიდები ააქტიურებენ T-ლიმფოციტებს და უკავშირდებიან HLA-DR4-ს (ადამიანის ლეიკოციტური ანტიგენი), მისი წარმდგენი უჯრედების ზედაპირზე. ციკლური ციტრულინირებული პეპტიდების საწინააღმდეგო ანტისხეულები (ანტი-CCP ანტისხეულები) გამოვლენილია რევმატოიდული ართრიტის მქონე პაციენტების 76%-ში. ამ ანტისხეულების დიაგნოსტიკური მგრძნობელობა RA-სთვის არის 78%, სპეციფიკა – 96%. ამ ანტისხეულების შესწავლა გამოიყენება დაავადების ადრეული დიაგნოსტიკისთვის, ვინაიდან დაავადების ხანმოკლე ისტორიის მქონე პაციენტებში მათი გამოვლენის სიხშირე უფრო მაღალია, სხვა ანტისხეულებთან შედარებით. A-CCP-ის არსებობა ორგანიზმში, შეიძლება იყოს ეროზიული რევმატოიდული ართრიტის განვითარების პროგნოზული მაჩვენებელი.
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის. შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, სასმელი ან სხვა პროდუქტები.
ვენური სისხლი
ციკლური ციტრულინირებული პეპტიდის საწინააღმდეგო ანტისხეულების კონცენტრაცია იზრდება:
https://www.synevo.bg/revmatoiden-artrit/
https://spravochnik.synevo.ua/ru/revmatoidnaia-panel/id1028.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |