ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა (TPO) არის ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების – ტრიიოდოთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სინთეზში.
ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზა (TPO) გლიკოზილირებული ტრანსმემბრანული ცილაა, რომელიც ლოკალიზებულია ფოლიკულური უჯრედების აპიკალურ (ზედა) ნაწილში და ექსპრესირდება მხოლოდ თირეოციტებში.
იგი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ანტიგენს, რომელსაც ასევე მიეკუთვნება თირეოგლობულინი (კოლოიდის ძირითადი კომპონენტი) და TSH რეცეპტორი (მდებარეობს ფარისებრი ჯირკვლის უჯრედების ბაზალურ მემბრანაზე).
ფარისებრი ჯირკვალი არის სამიზნე ორგანო მრავალი აუტოიმუნური დაავადებისას, მაგალითად: გრეივსის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს თირეოტოქსიკოზით, ჰაშიმოტოს თირეოიდიტი, რაც ასევე იწვევს ჰიპოთირეოიდიზმს. ამ დაავადებების დამახასიათებელი თვისებაა ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას მიმართ იმუნური ტოლერანტობის დაკარგვა და ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზასადმი (TPO) ანტისხეულების წარმოქმნა, რაც ამ დაავადებების სპეციფიური ნიშანია.
თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-TPO) დონის განსაზღვრა ყველაზე მგრძნობიარე ტესტია აუტოიმუნური ფარისებრი ჯირკვლის დაავადების გამოსავლენად. ანტი-TPO-ს გაზრდილი დონე გვხვდება აუტოიმუნური თირეოიდიტის (მაგ: ქრონიკული ჰაშიმოტოს თირეოიდიტი) მქონე პაციენტთა 90–95% -ში და გრეივსის დაავადების მქონე პაციენტების 80% -ში,
ამ სადიაგნოსტიკო ტესტის მგრძნობელობა შეიძლება გაიზარდოს სხვა ფარისებრი ჯირკვლის ანტისხეულების ერთდროული განსაზღვრისას (თირეოგლობულინი, ანტი-TSH რეცეპტორული ანტისხეულები (TRAb). ამ ანტისხეულების დონე არ არის დაკავშირებული დაავადების სიმძიმესთან. ანტისხეულების საწყისი გაზრდილი ტიტრი შეიძლება იყოს უარყოფითი ავადმყოფობის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ ან რემისიის დროს. თუ ანტისხეულები რემისიის შემდეგ კვლავ იჩენენ თავს, ეს მიუთითებს დაავადების სავარაუდო რეციდივზე.
სუბკლინიკურად მიმდინარე ჰიპოთირეოიდიზმის მქონე პაციენტებში, ანტი-TPO-ს გამოვლენისას, გამოხატული ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი უფრო მაღალია.
ორსულობის დროს, ფარისებრი ჯირკვლის პეროქსიდაზას მიმართ ანტისხეულების (ანტი-TPO) დონის დადგენამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშობიარობის შემდგომი თირეოიდიტის გაზრდილი რისკის გამოვლენას, რომელიც მშობიარობის შემდეგ ქალების 5-10%-ში ვითარდება და მიმდინარეობს დესტრუქციული თირეოტოქსიკოზის და ტრანზიტორული ჰიპოთირეოზის ფაზების მონაცვლეობით. ანტი-TPO-ს გაზრდილი მაჩვენებლების მქონე ორსულებში ეს რისკი დაახლოებით 50%-ს შეადგენს.
ამიოდარონის, ინტერფერონის, ლითიუმის პრეპარატების მიღებამდე, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის განვითარების რისკის შესაფასებლად მიზანშეწონილია ანტი-TPO-ს და Anti TG დონის განსაზღვრა.
ანტი-TPO და ანტი-TG არარსებობა არ გამორიცხავს აუტოიმუნური თირეოიდიტის არსებობას ძირითადად 20 წლამდე ასაკის პაციენტების ძალიან მცირე რაოდენობაში.
ანტი-TPO ანტისხეულები ასევე შეიძლება პოზიტიური იყოს იმ პირთა 3% -ში, რომელთაც არ აქვთ ფარისებრი ჯირკვლის დაზიანების აშკარა სიმპტომები (განსაკუთრებით ხანდაზმული ქალები).
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
თირეოპეროქსიდაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების (ანტი-TPO) დონე იზრდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/thyrioidnaia/peroxidasa-shitovidka-antitela.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები