ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾130.00
დადგენილია, რომ როგორც მამაკაცების, ისე ქალის ორგანიზმს შეუძლია ანტისპერმული ანტისხეულების გამომუშავება. აღნიშნული იმუნოლოგიური მდგომარეობა შესაძლოა უნაყოფობის მიზეზი იყოს. უშვილობის დიაგნოზების თითქმის 30% ანტისპერმული ანტისხეულების არსებობასთანაა მდაკავშირებული.
სპერმატოზოიდები იმუნური სისტემისგან იზოლირებულია ე.წ ჰემატო-ტესტიკულური ბარიერით. ბარიერის დაზიანბას ადგილი აქვს: ტრავმის, ვაზექტომიის, ეპიდიდიმის ობსტრუქციის და ინფექციების დროს, რის შედეგადაც სპერმატოზოიდები ხვდება სისხლის ცირკულაციაში და იწვევს იმუნურ რეაქციებს. ქალის ორგანიზმში ანტისპერმული იზო-ანტისხეულების განვითარების მექანიზმი ბოლომდე დაუზუსტებელია. არსებული მონაცემებით, ზოგიერთი ვირუსული ან ბაქტერიული პროცესის საპასუხოდ განვითარებულ ანტისხეულებს, შესაძლოა ქონდეს ჯვარედინი რეაქცია სპერმის ანტიგენებთან. ანტისპერმული ანტისხეულები შესაძლოა აუტოიმუნურ პროცესებთანაც იყოს ასოცირებული.
კლინიკური მნიშვნელობა გააჩნია პლაზმური მემბრანის საწინააღმდეგო ანტისპერმულ ანტისხეულებს. ისინი გავლენას ახდენს სპერმატოზიოდების მოძრაობის უნარზე და ამგვარად განაყოფიერების პროცესზეც.
უნაყოფობის დიაგნოსტირებისას, შემდეგ შემთხვევებში:
მამაკაცებში:
ქალებში:
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: 0-60 R.U./მლ (ფარდობითი ერთეული/მლ)
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |