ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾125.00
ანტი-ოვარიული ანუ საკვერცხის საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარება იშვიათი მდგომარეობაა, როდესაც იმუნური სისტემა აუტო-ანტისხეულებს წარმოქმნის საკვერცხის სხვადასხვა ტიპის უჯრედების მიმართ. ეს იწვევს საკვერცხის ფუნქციის დარღვევას.
ყველაზე ტიპურია აუტოანტისხეულების განვითარება უშუალოდ კვერცხუჯრედის მიმართ და აუტო-ანტისხეულები „გამჭვირვალე ზონის“ (Zona Pellucida) მიმართ. (“გამჭვირვალ ზონა” კვერცხუჯრედის მემბრანის გარშემო განვითარებული გლიკოპროტეინის შრეა). ამ აუტო-ანტისხეულების არსებობა განმეორებითი აბორტების, საკვერცხის უკმარისობის და უნაყოფობის განვითარების მიზეზია.
ტესტი გამოიყენება ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH) დონის განსაზღვრისთვის, ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში.
ანტი-ოვარიული ანტისხეულების ტიტრი პოზიტიურია ენდომეტრიოზის, ადისონის დაავადების და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მქონე ქალებში.
ამ აუტო-ანტისხეულების არსებობა კავშირშია ინ-ვიტრო განაყოფიერების და ემბრიონის იმპლანტაციის წარუმატებლობასთან.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |