
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾45.00 Original price was: ₾45.00.₾40.50Current price is: ₾40.50.
სისტემური აუტოიმუნური დაავადებებისთვის დამახასიათებელია უჯრედშიდა ცილებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) საწინააღმდეგოდ გამომუშავებული აუტოანტისხეულების მომატებული დონე. ამ აუტოანტისხეულებს უწოდებენ ანტიბირთვულ (ანტინუკლეარულ) ანტისხეულებს (ANA), რადგან ისინი მიმართულნი არიან ძირითადად ბირთვული ანტიგენების წინააღმდეგ.
სისხლში ANA-ს გამოვლენა/განსაზღვრა არის საუკეთესო სკრინინგ ტესტი შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის. ასეთ პაციენტებში ANA-ს პრევალენტობა 20-დან 100%-მდეა.
რევმატული დაავადებების იდენტიფიცირებისთვის მნიშვნელოვანია ANA ჯგუფში შემავალი სხვადასხვა ანტისხეულის გარჩევა. ამჟამად აღწერილია ანტნუკლეარული ანტისხეულების ორი ძირითადი კატეგორია:
1. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – დნმ და ჰისტონები.
2. აუტოანტისხეულები, რომელთა სამიზნეა – ხსნადი ბირთვული ანტიგენები.
ანტინუკლეარული ანტისხეულების სამიზნე ანტიგენები დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევიან. ამიტომ ზოგადი ანტინუკლეარული ანტისხეულების შესწავლისას დადებითი შედეგის არსებობის შემთხვევაში აუცილებელია გამოკვლეულ იქნას სპეციფიკური ანტისხეულები, რომლებიც დაგვეხმარებიან კონკრეტული აუტოიმუნური დაავადების დიაგნოსტირებაში.
ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიპები:
პანელის ჩატარება აუცილებელია ისეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში როგორებიცაა:
დადებითი შედეგი ადასტურებს სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას.
სუსტი სიგნალი მიუთითებს, რომ აუტოანტისხეულების არსებობა გაურკვეველი და საეჭვოა. პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე, ტესტი შეიძლება განმეორდეს ყოველ 1-2 თვეში.
უარყოფითი შედეგი მიუთითებს სპეციფიკური აუტოანტისხეულების არარსებობაზე.
ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი და სხვა პროდუქტები.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები