ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულები ორსულებში

ცნობილი როგორც:ერითროციტების საწინააღმდეგო ანტისხეულები ორსულებში
SKU: HE101

140.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ორსულობისას რუტინული ანტიერითროციტული ანტისხეულების კვლევის  მიზანია:

  • რეზუს-უარყოფითი ორსულების იდენტიფიკაცია, რომლებიც საჭიროებენ ანტირეზუს D იმუნოგლობულინით პროფილაქტიკას
  • ანტი-ერითროციტული ანტისხეულების იდენტიფიკაცია
  • იმ ორსულების გამოვლენა, რომელთაც აქვთ ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების განვითარების რისკი

როდესაც დედის და ნაყოფის რეზუსი განსხვავდება – განსხვავებულია მათი სისხლის უჯრედების ანტიგენებიც. ეს იწვევს რეზუს უარყოფითი დედის იმუნური სისტემის სენსიბილიზაციას და რეზუს დადებითი ნაყოფის ერითროციტების საწინააღმდეგო IgG ანტისხეულების წარმოქმნას. ეს ანტისხეულები გადის პლაცენტის ბარიერს და ნაყოფის სისხლში იწვევს ერითროციტების დაშლას (ერითროციტულ ანტიგენებთან ურთიერთქმედების შედეგად).

სისხლის ჯგუფის ანტიგენებს შორის ყველაზე გავრცელებულია რეზუს ანტიგენები. რამდენიმე ტიპის რეზუს ანტიგენი არსებობს: C, c, D, E, e. დედის იმუნური რეაქციების გამომწვევი ყველაზე ხშირად არის D ანტიგენი. მართალია ანტი-D პროფლაქტიკით ბევრად შემცირებულია ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების სიხშირე, თუმცა, ეს პრობლემა მაინც რჩება.

ტესტი იკვლევს შემდეგი ერითროცირული ანტიგენების მიმართ ანტისხეულებს:

D, C, Cw, E, c, e, K, k, Kpb, Fya, Fyb,  Lua, Lub, Jka, Jkb, Jsb, M, N, S,s, Lea, Leb, P1, Xga, Coa.

 

ევროპის, ავსტრალიისა და ჩრდილოეთ ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კლინიკური გაიდლაინების რეკომენდაციით ანტიერითროციტული ანტისხეულების ტესტი პირველად ტარდება პირველი სამეანო ვიზიტის დროს პირველ ტრიმესტრში. განმეორებითი კვლევა ტარდება 28 კვირაზე. თუ ამ ვადაზე დაფიქსირდა  ანტისხეულების  მაღალი  ტიტრი, მაშინ კვლევის განმეორება აუცილებელია ყოველ 4 კვირაში ერთელ და მშობიარობამდე 2 კვირით ადრე.

რეზუს D უარყოფით ორსულებს, ანტი-D-იზოიმუნიზაციის გარეშე, ჩაუტარდებათ პროფილაქტიკური მკურნალობა ორსულობის 28-ე და 30-ე კვირებს შორის პერიოდში და მშობიარობიდან 72 საათში (თუ ნაყოფი რეზუს D დადებითია).

 

პაციენტის მომზადება

სპეციფიკური მომზადება საჭირო არ არის.

კვლევისთვის ივსება სპეციალური შესავსები ფორმა, რომელშიც უნდა დაფიქსირდეს ჩატარებული აქვს თუ არა პაციენტს ანტი-D იმუნიზაცია უკანასკნელ 8 კვირაში.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button