ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾255.00
ანექსინ A-5-ის აუტოანტისხეულების კვლევა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მეორე რიგის დიაგოსტიკურ მეთოდს.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც კლინიკურად თრომბოზის ეპიზოდებით და მოცირკულირე ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობით ხასიათდება.
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა შესაძლოა ახლდეს რევმატოიდულ ართრიტს, წითელ მგლურას ან იყოს პირველდი მდგომარეობის სახით. ნტიფოფოლიპიდური ანტისხეულები იმუნოგლობულინებია, რომლებიც მიმართულია თრომბოციტებისა და ენდოთელური უჯრედების მემბრანაზე არსებული ფოსფოლიპიდების და/ან ამ ფოსფოლიპიდებთან დაკავშირებული პლაზმის ცილების წინააღმდეგ.
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დადასტურებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი კლინიკური და ერთი ლაბორატორიული კრიტერიუმის არსებობა. ლაბორატორიული კრიტერიუმები მოიცავს შემდეგი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების გამოვლენას:
სამივე სახის ანტისხეულების გამოვლენა აუცილებელია პარალელურად. თუ არცერთი ტიპის აუტოანტისხეული არ გამოვლინდა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობა ნაკლებ სავარაუდოა. სხვადასხვა ანტისხეულების თანაარსებობა ხშირად დაავადების მძიმე მიმდინარეობასთანაა ასოცირებული.
ხშირია შემთხვევები, როდესაც განმეორებითი სეროლოგიური კვლევის მონაცემები ნეგატიურია, თუმცა, კლინიკური მდგომარეობა ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე მიუთითებს. ასეთ სიტუაციებში გამოიყენება მეორე რიგის სეროლოგიური მარკერების განსაზღვრა, რომელთაგან ერთერთია ანტი-ანექსინის ანტისხეულები.
ანექსინების ოჯახი შედგება 12 ცილისგან, რომელთაც აქვთ ანიონურ ფოსფოლიპიდებთან დაკავშირების უნარი.
ანექსინი 5 გამოირჩევა ბუნებრივი ანტიკოაგულაციური თვისებებით და ის გვხვდება ძირითადად ტროფობლასტურ და ენდოთელიურ უჯრედებში. ის ხელხ უშლის კოაგულაციური კასკადის განვითარებას, რითაცაა განპირობებული ანტიკოაგულაციური ეფექტი.
ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები ხელს უშლის ფოსფოლიპიდების ანექსინ5-თან ბმას, რაც აჩქარებს კოაგულაციურ რეაქციებს და თრომბოზულ პროცესებს. ანექსინი აქტიურად გამომუშავდება პლაცენტის მიერ და აუცილებელი კომპონენტია მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად.
ანექსინის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატებული ტიტრი აღინიშნება სისტემური წითელი მგლურის შემთხვევათა 20-30%-ში. ასევე ეს ანტისხეულები ასოცირებულია ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომთან, რომლის დროსაც ვლინდება განმეორებითი თრომბოზები და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები.
პაციენტის მომზადება – საჭირო არაა
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა – ანექსინ 5-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები – ნეგატიური
ანექსინ 5-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე პოზიტიური პასუხის მიღებისას აუცილებელია კვლევის გამეორება 12 კვირაში. კვლევის მონაცემების ინტერპრეტცია უნდა მოხდეს კლინიკურ სურათთან კორელაციაში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები