Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანექსინ V | აუტოანტისხეულები

ცნობილი როგორც:ანექსინი A5 – უჯრედული ცილები
SKU: 1549

230.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ანექსინ A-5-ის აუტოანტისხეულების კვლევა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის მეორე რიგის დიაგოსტიკურ მეთოდს.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც კლინიკურად თრომბოზის  ეპიზოდებით და მოცირკულირე ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობით ხასიათდება.

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა შესაძლოა ახლდეს რევმატოიდულ ართრიტს, წითელ მგლურას ან იყოს პირველდი მდგომარეობის სახით.  ნტიფოფოლიპიდური ანტისხეულები იმუნოგლობულინებია, რომლებიც მიმართულია თრომბოციტებისა და ენდოთელური უჯრედების მემბრანაზე არსებული  ფოსფოლიპიდების და/ან ამ ფოსფოლიპიდებთან დაკავშირებული პლაზმის ცილების წინააღმდეგ.

ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დადასტურებისთვის აუცილებელია მინიმუმ ერთი კლინიკური და ერთი ლაბორატორიული კრიტერიუმის არსებობა. ლაბორატორიული კრიტერიუმები მოიცავს შემდეგი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების გამოვლენას:

  • მგლურას ანტიკოაგულანტი (LA) – საჭიროებს მინიმუმ 2-ჯერ განსაზღვრას 12 კვირის შუალედით
  • კარდიოლიპინის აუტოანტისხეულები (CA) – IgM და IgG >40 GPL/MPL-ზე მაღალი ტიტრით, საჭიროებს მინიმუ 2-ჯერ განსაზღვრას 12 კვირის შუალედით
  • ანტი–β2 -გლიკოპროტეინის ანტისხეულები – IgM და IgG ტიტრის მატებით, საჭიროებს მინიმუ 2-ჯერ განსაზღვრას 12 კვირის შუალედით

სამივე სახის ანტისხეულების გამოვლენა აუცილებელია პარალელურად. თუ არცერთი ტიპის აუტოანტისხეული არ გამოვლინდა, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის არსებობა ნაკლებ სავარაუდოა. სხვადასხვა ანტისხეულების თანაარსებობა ხშირად დაავადების მძიმე მიმდინარეობასთანაა ასოცირებული.

ხშირია შემთხვევები, როდესაც განმეორებითი სეროლოგიური კვლევის მონაცემები ნეგატიურია, თუმცა, კლინიკური მდგომარეობა ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე მიუთითებს. ასეთ სიტუაციებში გამოიყენება მეორე რიგის სეროლოგიური მარკერების განსაზღვრა, რომელთაგან ერთერთია ანტი-ანექსინის ანტისხეულები.

ანექსინების ოჯახი შედგება 12 ცილისგან, რომელთაც აქვთ ანიონურ ფოსფოლიპიდებთან დაკავშირების უნარი.

ანექსინი 5 გამოირჩევა ბუნებრივი ანტიკოაგულაციური თვისებებით და ის გვხვდება ძირითადად ტროფობლასტურ და ენდოთელიურ უჯრედებში. ის ხელხ უშლის კოაგულაციური კასკადის განვითარებას, რითაცაა განპირობებული ანტიკოაგულაციური ეფექტი.

ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები ხელს უშლის ფოსფოლიპიდების ანექსინ5-თან ბმას, რაც აჩქარებს კოაგულაციურ რეაქციებს და თრომბოზულ პროცესებს.  ანექსინი აქტიურად გამომუშავდება პლაცენტის მიერ და აუცილებელი კომპონენტია მისი მთლიანობის შესანარჩუნებლად.

ანექსინის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატებული ტიტრი აღინიშნება სისტემური წითელი მგლურის შემთხვევათა 20-30%-ში. ასევე ეს ანტისხეულები ასოცირებულია ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომთან, რომლის დროსაც ვლინდება განმეორებითი თრომბოზები და ორსულობის შეწყვეტის შემთხვევები.

 

როდის ტარდება კვლევა?

  • ანექსინ 5-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია სერონეგატიური ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი დროს, როდესაც პირველი რიგის აუტოანტისხეულები არ ვლინდება.
  • განმეორებითი თრომბოზები ახალგაზრდებში, როდესაც სხვა მიზეზი გამორიცხულია.
  • ორსულობის განმეორებითი შეწყვეტა 10 კვირის და მეტ ვადაზე, ნაყოფის ნორმალური მორფოლოგიით; 3-ზე მეტი ორსულობის შეწყვეტა 10 კვირამდე ვადაზე; ასევე ანამნეზში ერთი ან რამდენიმე ნაადრევი მშობიარობა;
  • სისტემური დაავადებების არსებობისას – განსაკუთრებით სისტემური წიტელი მგლურას დროს
  • აუხსნელი თრომბოციტოპენიის დროს

 

პაციენტის მომზადება –  საჭირო არაა

საკვლევი მასალა  –  ვენური სისხლი

რეფერალური ნორმა – ანექსინ 5-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები – ნეგატიური

 

ანექსინ 5-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე პოზიტიური პასუხის მიღებისას აუცილებელია კვლევის გამეორება 12 კვირაში. კვლევის მონაცემების ინტერპრეტცია უნდა მოხდეს კლინიკურ სურათთან კორელაციაში.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button