ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
ამილაზა არის ჰიდროლიზური ფერმენტი, რომელიც შლის სახამებელს და გლიკოგენს მალტოზამდე. ამილაზა წარმოიქმნება ძირითადად სანერწყვე ჯირკვლებსა და პანკრეასში, შემდეგ კი გადადის პირის ღრუში ან თორმეტგოჯა ნაწლავის სანათურში და მონაწილეობს ნახშირწყლების მონელებაში. სისხლის შრატში პანკრეასის და სანერწყვე ჯირკვლების ამილაზას იზოფერმენტები ერთმანეთისგან იზოლირებულია. მნიშვნელოვნად დაბალი ამილაზური აქტივობა ასევე გააჩნიათ ისეთ ორგანოებს, როგორიცაა საკვერცხეები, ფალოპის მილები, წვრილი და მსხვილი ნაწლავები და ღვიძლი, თუმცა შრატში მხოლოდ პანკრეასის (40%) და სანერწყვე ჯირკვლების (60%) ამილაზას დეტექცია ხდება.
ამილაზას დონე შეიძლება გაიზარდოს მთელი რიგი ისეთი დაავადებების დროს, რომლებსაც გააჩნიათ მწვავე პანკრეატიტის მსგავსი კლინიკური სურათი (მწვავე აპენდიციტი, პერიტონიტი, კუჭის პერფორირებული წყლული, ნაწლავის ობსტრუქცია, ქოლეცისტიტი, მეზენტერული სისხლძარღვების თრომბოზი, ფეოქრომოციტომა, დიაბეტური აციდოზი, გულზე ოპერაციების შემდგომი პერიოდი).
ამილაზას აქტივობის ზრდა უმეტეს შემთხვევაში რეაქტიულია. მწვავე პანკრეატიტის დროს სისხლისა და შარდის ამილაზას აქტივობა იზრდება 10-30-ჯერ დაავადების დაწყებიდან 4-6 საათის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 12-24 საათის შემდეგ და სწრაფად მცირდება და უბრუნდება ნორმას მე-2-6 დღეს. შრატში ამილაზას დონის გაზრდა არ არის დაკავშირებული პანკრეატიტის სიმძიმესთან.
ამილაზას შეუძლია დიდი კომპლექსების წარმოქმნა იმუნოგლობულინებთან და პლაზმის სხვა ცილებთან (მაკროამილაზა) ერთად, ამიტომ ის ვერ გადის თირკმლის გლომერულებში. ამავდროულად, მაშინ, როცა ამილაზას შემცველობა შრატში იზრდება, შარდში შეინიშნება მისი ნორმალური აქტივობა.
პანკრეასის კიბოს დროს ამილაზას აქტივობა ოდნავ იზრდება ან ნორმალურ დონეზე რჩება, ამიტომ ტესტი არ არის ძალიან ინფორმატიული პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკისთვის.
შემდეგი სიმპტომებისას:
ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
ალფა-ამილაზას კონცენტრაცია იზრდება:
ალფა-ამილაზას კონცენტრაცია მცირდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/alpha-amylase.html
https://www.synevo.bg/amilaza/
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |