ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾235.00
ალდოსტერონი მნიშვნელოვანი ჰორმონია რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ. ჰორმონი ასტიმულირებს ნატრიუმის უკუშეწოვას და კალიუმის გამოყოფას თირკმლის მიერ. რენინი ფერმენტია, რომელიც სინთეზდება თირკმელების მიერ და აკონტროლებს ანგიოტენზინის აქტივაციას, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გამოყოფას.
თირკმლის მიერ რენინის გამოყოფა აქტიურდება არტერიული წნევის დაქვეითების ან თირკმლის მილაკებში ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრაციის შემცირების საპასუხოდ. რენინი სისხლის ცილას- ანგიოტენზინოგენს გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ად, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვის კედლის შევიწროებას და ალდოსტერონის გამოყოფის სტიმულაციას. ამას მოსდევს არტერიული წნევის მომატება. ასევე ინარჩუნებს ნატრიუმის და კალიუმის ნორმალურ მაჩვენებლებს.
მთელი რიგი მდგომარეობები განაპირობებს ალდოსტერონის ჭარბ ან არასაკმარის პროდუქციას.
ალდოსტერონის და რენინის კვლევები მნიშვნელოვანია იმის დასაზუსტებლად, თირკმელზედა ჯირკვალი საკმარისად წარმოქმნის თუ არა ალდოსტერონს. ალდოსტერონის კვლევა ტარდება სისხლის შრატში ან 24 საათიან შარდში. რენინის კვლევა ტარდება მხოლოდ შრატში.
ალდოსტერონის და რენინის კონცენტრაცია მაღალია დილით და დღის განმავლობაში მეტნაკლებად იცვლება, სტრესის, მედიკამენტები, სხეულის პოზიციის და სხვა ფაქტორების შესაბამისად.
სისხლის ალდოსტერონის და რენინის კვლევა ტარდება ერთდროულად, მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, განსაკუთრებით კალიუმის დეფიციტის დროს. პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი პოტენციურად განკურნებადი ფორმაა ჰიპერტენზიის, ამიტომ მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია.
ალდოსტერონის კვლევა ინიშნება სხვა კვლევებთან ერთად როდესაც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე ანუ ადისონის დაავადებაზეა ეჭვი.
რადგან სისხლში ალდოსტერონის დონე დღის მანძილზე ცვალებადია, ხშირად ტარდება ალდოსტერონის განსაზღვრა 24 საათიან შარდში.
დაავადება | ალდოსტერონი | კორტიზოლი | რენინი |
პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის დაავადება) | მაღალი | ნორმა | დაბალი |
მეორადი ალდოსტერონიზმი | მაღალი | ნორმა | მაღალი |
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) | დაბალი | დაბალი | მაღალი |
კუშინგის სინდრომი | დაბალი | მაღალი | დაბალი |
პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის დაავადება) გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰიპერ (ჭარბი) პროდუქციით. მიზეზი უხშირესად არის თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ალდოსტერონის მარალი დონე ზრდის ნატრიუმის რეაბსორბციას (უკუშეწოვას) თირკმლის მილაკებიდან და კალიუმის კარგვას, რასაც ხშირად ელექტროლიტური დისბალანსი მოყვება.
სიმპტომები მოიცავს: მაღალ არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, კუნთების სისუსტეს, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას (ჰიპოკალემიას). ალდოსტერონტან ერტად ხშირად საჭიროა კორტიზოლის დონის განსაზღვრაც.
მეორადი ალდოსტერონიზმი უფრო ხშირია ვიდრე პირველადი და შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მიზეზეზით, მაგალითად: თირკმლის ქსოვილისაკენ სისხლის ნაკადის შემცირების, არტერიული ჰიპოტენზიის ან სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების საპასუხოდ. მეორადი ალდოსტერონიზმი ვიტარდება გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, თირკმლის არტერიის სტენოზის და ტოქსიკური ორსულობის დროს. ასევე შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაციის დროსაც.
ჰიპოალდოსტერონიზმი როგორც წესი ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ფონზე. ეს იწვევს დეჰიდრატაციას (ნატრიუმის კარგვის გამო), არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირებას და კალიუმის მომატებას.
ალდოსტერონის და რენინის კვლევამდე თავი უნდა აარიდოთ სტრესს, სასმელის და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია