
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾107.00
ვიტამინი B12-ის დეფიციტის ადრეული დეტექციისათვის მნიშვნელოვანია მისი აქტიური ფორმის – ჰოლოტრანსკობალამინის მაჩვენებლის გამოკვლევა.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების და დნმ-ის სინთეზში, ნერვული ბოჭკოების გამართულ ფუნქციონირებაში და კოგნიტური უნარიების შენარჩუნებაში. პლაზმაში მოცირკულირე ვიტამინი B12 ორ ცილასთანაა დაკავშირებული – ტრანსკობალამინთან და ჰაპტოკორინთან. მოცირკულირე კობალამინის (ვიტამინი B12) თითქმის მეოთხედი დაკავშირებულია ტრანსკობალამინთან და ამ სახით მიეწოდება უჯრედებსა და ქსოვილებს. ცილა ტრანსკობალამინისა და ვიტამინი B12-ის კომპლექსს ჰოლოტრანსკობალამინი ეწოდება და ის ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიურ ნაწილს წარმოადგენს. ვიტამინი B12-ის დანარჩენი წილი 80% ბიოლოგიურად არააქტიურია და ტრანსპორტირდება ცილა ჰაპტოკორინით. ჰაპტოკორინისა და ვიტამინი B12-ის კომპლექსის რეცეპტორებს არ შეიცავს უჯრედების მემბრანა, გარდა ღვიძლის უჯრედებისა.
ვიტამინი B12-ის დეფიციტი ვითარდება საკვებთან ერთად მისი მიღების ნაკლებობის, ან ნაწლავიდან ათვისების დარღვევის დროს (პერნიციოზული ანემია).
დროული დიაგნოსტიკის გარეშე ვიტამინი B12 დეფიციტი იწვევს ანემიას, ნერვული ბოჭკოების დაზიანებას, აზროვნების და მეხსიერების ფუნქციების მოშლას.
ვიტამინი B12-ის დაბალი კონცენტრაცია შრატში უფრო ხშირია ხანდაზმულებში, აივ-ინფიცირებულებში, ვეგანებში. ორსული ქალების და მეძუძური დედების ორგანიზმი ვიტამინი B12-ის შედარებით დიდ დოზას საჭიროებენ.
ჰოლოტრანსკობალამინი წარმოადგენს B12 ვიტამინის დეფიციტის ადრეულ ბიომარკერს. ის ბევრად სენსიტიური მარკერია, ვიდრე მთლიანი ვიტამინი B12 განსაზღრა, დეფიციტის შესაფასებლად.
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
რეფერენტული საზღვრები 25.1 – 165 პიკომოლი/ლიტრზე
ჰოლოტრანსკობალამინის კონცენტრაცია უფრო დაბალია ქალებში, ვიდრე მამაკაცებში და ასაკის მატებასთან ერთად მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირდება.
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები