ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾207.00
ქრომოგრანინი A გრანინის ოჯახის შემადგენელი ცილაა, რომელიც ნეიროენდოკრინული უჯრედების სეკრეტორულ ვეზიკულებშია აღმოჩენილი. მათი ფუნქციაა უჯრედის სეკრეტორული აქტივობის რეგულირება.
ქრომოგრანინი მნიშვნელოვანი მარკერია ისეთი ქსოვილოვანი სიმსივნეების დროს, როგორიცაა: კარცინოიდი, ფეოქრომოციტომა, ნეირობლასტომა, ფარისებრის მედულური კარცინომა, ჰიპოფიზის სიმსივნეები, პანკრეასის კუნძულოვანი სიმსივნეები, აპუდომები და სხვა.
შრატის ქრომოგრანინი A კონცენტრაცია შესაბამისობაშია სიმსივნური პროცესის მოცულობასთან. ის ასევე მგრძნობიარე მარკერია ნარჩენი (რეზიდუალური) სიმსივნეებისა და რეციდივების პროგნოზირებისათვის.
ზოგიერთი კარცინოიდული სიმსივნე გამოყოფს ქრომოგრანინ A – სეროტონინთან და პეპტიდებთან ერთად.
როდის ტარდება კვლევა?
საკვლევი ნიმუშის აღებამდე 1 კვირის განმავლობაში უნდა უნდა შეწყდეს პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების (“ანტაციდების”) მიღება.
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
კარცინოიდული სიმსივნეების უმეტესობას ახასიათებს ქრომოგრანინი A კონცენტრაციის მატება. კვლევის მაქსიმალური სენსიტიურიბისათვის, უმჯობესია ერთდროულად ჩატარდეს ქრომოგრანინისა, შრატის სეროტონინისა და შარდის 5-HIIIA (5-ჰიდროქსი-ინდოლ აცეტო აცეტატი)კონცენტრაციის განსაზღვრა. თუ სამივე პარამეტრი ნეგატიურია, კარცინოიდული სიმსივნის არსებობა გამოირიცხება.
რადგანაც ქრომოგრანინი A მეტაბოლიზდება ღვიძლში და გამოიყოფა თირკმელებით, პაციენტებს ღვიძლ-თირკმლის პროგრესირტებადი უკმარისობით, ხშირად აღენიშნებათ ქრომოგრანინის მარალი კონცენტრაცია, რაც ამცირებს მის ლაბორატორიულ ღირებულებას.
მედიკამენტები, რომლებიც ასტიმულირებს ნეიროენდოკრინულ უჯრედებს, განსაკუთრებით პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, მნიშვნელოვნად ზრდის შრატის ქრომოგრანინი A-ს კონცენტრაციას.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |