Profile Homa index/პროფილი ჰომა ინდექსი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

51.00

ზოგადი ინფორმაცია:

HOMA ინდექსი ანუ ჰომეოსტატიკური დამხმარე მოდელი (ინსულინრეზისტენტობის ინდექსი) გამოითვლება ფორმულით:

HOMA = (სისხლის გლუკოზა უზმოდ x ინსულინი უზმოდ) / 22.5.

ეს მაჩვენებელი კორელაციაშია ინსულინის მიმართ რეზისტენტობის შეფასებასთან – ინსულინის გავლენის შესაფასებლად გლუკოზის მეტაბოლიზმზე.

ინსულინრეზისტენტობა – ინსულინის მეტაბოლური ეფექტებისადმი მდგრადობაა, რომელიც თავისმხრივ მოიცავს ინსულინის დამთრგუნველ ეფექტს ენდოგენური გლუკოზის წარმოებაზე, მასტიმულირებელ მოქმედებას პერიფერიული გლუკოზის შთანთქმასა და გლიკოგენის სინთეზზე.

ინსულინრეზისტენტობა:

  • ამცირებს პერიფერიული ქსოვილების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ საშუალოდ 50%;
  • ეს ფენომენი უნივერსალური ხასიათისაა და არ არის დამოკიდებული სიმსუქნის არსებობასა და ხარისხზე;
  • ცხიმოვანი, კუნთოვანი ქსოვილის და ღვიძლის ინსულინის მიმართ რეზისტენტობა იწვევს კომპენსაციურ ჰიპერინსულინემიას, რაც იწვევს დისმეტაბოლური დარღვევების კასკადს;
  • ჰიპერინსულინიზმის საპასუხოდ, მამრობითი სქესის ჰორმონების წარმოება იზრდება, რაც ამძაფრებს ჰიპერანდროგენიზმს.

ინსულინრეზისტენტობასთან დაკავშირებული პათოლოგიებია:

  • სიმსუქნე;
  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • გლუკოზის ტოლერანტობის დაქვეითება;
  • დისლიპიდემია;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი ;
  • ათეროსკლეროზი;
  • აკანტოზი;
  • არტერიული ჰიპერტენზია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

ინსულინრეზისტენტობის მარკერი

  • სიმსუქნე;
  • მეტაბოლური სინდრომი;
  • ნახშირწყლების, ლიპიდების მეტაბოლიზმის დარღვევები;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • ინსულინრეზისტენტობის მკურნალობის მონიტორინგი

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.(ბოლო კვებიდან მინიმუმ 8 საათი)

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

მარკერის მაჩვენებლის მომატება მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე.

4.5/5 (2 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up