
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ბილირუბინი – ნაღვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, წარმოიქმნება ძირითადად ერითროციტების ჰემოგლობინიდან. ბილირუბინის სხვა წყაროს წარმოადგენს – მიოგლობინი, ციტოქრომები და ჰემის შემცველი პიგმენტები. როდესაც ჰემოგლობინი იშლება, თავდაპირველად წარმოიქმნება თავისუფალი (არაპირდაპირი) ბილირუბინი. თავისუფალი ბილირუბინი ელენთიდან ღვიძლში ალბუმინთან ერთად გადადის. ღვიძლში ის უკავშირდება გლუკურონის მჟავას – ხდება მისი კონიუგაცია. შედეგად წარმოიქმნება კონიუგირებული (პირდაპირი) ბილირუბინი, რომელიც აქტიურად გამოიყოფა ნაღვლის სადინრებში. იმისდა მიხედვით, თუ რომელი ტიპის ბილირუბინის კონცენტრაცია იზრდება პლაზმაში, ჰიპერბილირუბინემია კლასიფიცირდება როგორც არაკონიუგირებული და კონიუგირებული.
რაპირდაპირი ბილირუბინის გაზრდილი კონცენტრაცია:
არაპირდაპირი (არაკონიუგირებული) ბილირუბინი არის მთლიანი ბილირუბინის ტოქსიკური, ცხიმში ხსნადი ფრაქცია, რომელიც წარმოიქმნება ჰემის შემცველი ცილების დაშლის დროს. ის შეადგენს მთლიანი ბილირუბინის დაახლოებით 75%-ს. არაპირდაპირი ბილირუბინი განისაზღვრება მთლიანი და პირდაპირი ბილირუბინის მნიშვნელობათა სხვაობით. მისი კონცენტრაცია შრატში განისაზღვრება სისხლის პლაზმაში ახლად სინთეზირებული ბილირუბინის შეღწევის სიჩქარით და ღვიძლის მიერ ბილირუბინის ელიმინაციის სიჩქარით (ბილირუბინის ღვიძლის კლირენსი). არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შესწავლა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰემოლიზური ანემიების დიაგნოსტიკაში. ტესტი ასევე ინიშნება ჰიპერბილირუბინემიის დიფერენციალური დიაგნოზისთვის.
ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.
რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |