
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾209.00
აქვაპორინი 4 მემბრანული ცილაა, რომელიც წყლის არხის ფუნქციას ასრულებს, განსაკუთრებით თავის ტვინის ასტროციტულ უჯრედებში (ასტროციტები – ნერვული უჯრედების „დამხმარე“ გლიური უჯრედებია).
აქვაპორინ-4 პასუხისმგებელია უჯრედის წყლის ბალანსზე – ოსმოსური და ჰიდროსტატიკური წნევის ცვლილების შესაბამისად. აღნიშნული ცილის რეგულატორული ფუნქციის მოშლა დაკავშირებულია ციტოტოქსიური და სისხლძარღვოვანი (ვაზოგენური) შეშუპების განვითარებასთან, ტვინის ქსოვილის იშემიის/დაზიანების დროს.
აქვაპორინ-4-ის აუტოანტისხეულები აუტოიმუნური დაავადების – ოპტიკური ნეირომიელიტის დროს ვითარდება.
ოპტიკური ნეირომიელიტის დროს აღმოჩენილი მაღალსპეციფიკური IgG აუტოანტისხეულების სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ასტროციტული უჯრედების ცილა აქვაპორინ-4.
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
აუტოანტისხეულების მაჩვენებელი განისაზღვრება ტიტრით
< 1/10 თანაფარდობაზე ნაკლები ტიტრი – მიუთითებს უარყოფით შედეგზე (აუტოანტისხეულების არარსებობაზე)
აქვაფორინ-4-ის აუტოანტისხეულების მომატებული ტიტრი დაავადების მწვავე სტადიაზე ვლინდება
აუტოანტისხეულების ტიტრი ქვეითდება სტეროიდების მაღალი დოზით მკურნალობისას და იმუნოსუპრესიის ფონზე განვითარებული რემისიის დროს.
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |