Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა

ცნობილი როგორც:სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა
SKU: 4003

22.50

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

სისხლის ჯგუფი – AB0 სისტემა, ასახავს ანტიგენების არსებობას ან არარსებობას სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე და ანტისხეულებს სისხლის პლაზმაში.

ადამიანის სისხლი, რომელშიც სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე წარმოდგენილია A ანტიგენი მიეკუთვნება მეორე ჯგუფს – A (II); სისხლი, რომელშიც წარმოდგენილია B ანტიგენი, მიეკუთვნება მესამე ჯგუფს – B (III). თუ სისხლის წითელ უჯრედებზე წარმოდგენილია ორივე, A და B ანტიგენი, იგი მიეკუთვნება მეოთხე ჯგუფს – AB (IV). თუ სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე არ არის გამოვლენილი ასეთი ანტიგენები, სისხლი მიეკუთვნება პირველ ჯგუფს – 0 (I).

რეზუს (Rh) ფაქტორი არის ცილა, რომელიც ზოგიერთი ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების ზედაპირზე გვხვდება. იმ ადამიანის სისხლს, რომელშიც ეს ცილა გვხვდება, ეწოდება Rh+ (რეზუს დადებითი) სისხლი, ხოლო სისხლს, რომელშიც ეს ანტიგენი არ გვხვდება – Rh- (რეზუს უარყოფითი) სისხლი. ამ ცილის არსებობა ან არარსებობა ინდივიდუალური თვისებაა და არა პათოლოგია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრის მიზნით?

სისხლის ჯგუფის განსაზღვრისთვის ტესტის ჩატარება რეკომენდებულია:

სისხლის გადასხმამდე – მათ შემთხვევაში, ვისაც სჭირდება სისხლის გადასხმა და ასევე დონორების შემთხვევაშიც.

სისხლის და მისი კომპონენტების ტრანსფუზია ყველაზე ხშირად საჭიროა შემდეგ სიტუაციებში:

  • მძიმე ანემია;
  • სისხლდენა, ოპერაციის დროს ან მის შემდეგ;
  • მძიმე დაზიანებები;
  • ნებისმიერი წარმოშობის მასიური სისხლის დანაკარგი;
  • ონკოლოგიური დაავადებები და ქიმიოთერაპიის გვერდითი მოვლენები;
  • კოაგულაციის დარღვევები, კერძოდ, ჰემოფილია;
  • ინვაზიური ან ქირურგიული ჩარევის დაწყებამდე;

რეზუს ფაქტორს განსაზღვრავენ შემდეგ შემთხვევებში:

  • დედისა და ბავშვის პრენატალური და მშობიარობის პერიოდის იმუნოლოგიური მონიტორინგი;
  • ორგანოთა გადანერგვებში AB0 ჯგუფების თავსებადობისთვის;
  • ორსულობის დროს დედისა და ბავშვის სისხლის თავსებადობის დასადგენად;
  • ოპერაციამდე; ტრანსფუზიამდე, სისხლის ან მისი კომპონენტების მომზადებაში (დონორები, რეციპიენტი).

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სისხლის ლაბორატორიული ტესტების ხარისხის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი პირობაა დილით უზმოდ ყოფნა. გამოკვლევამდე 12 საათით ადრე უნდა გამოირიცხოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა, საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • 0 (I) არის პირველი ჯგუფი;
  • A (II) – მეორე ჯგუფი;
  • B (III) – მესამე ჯგუფი;
  • AB (IV) – მეოთხე სისხლის ჯგუფი.
  • Rh (+) – რეზუს დადებითი სისხლი;
  • Rh (-) – რეზუს უარყოფითი სისხლი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button