Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

გლუკაგონი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:გლუკაგონი
SKU: 312

125.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

გლუკაგონი 29 ამინომჟავისგან შემდგარი პეპტიდური ჰორმონია, რომელიც სინთეზდება პანკრეასის ალფა კუნძულოვანი უჯრედების და ჰიპოთალამუსის მიერ.

ჰიპოთალამური გლუკაგონის ფუნქცია ბოლომდე შესწავლილი არაა.

პანკრეასის გლუკაგონი მონაწილეობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. მისი ფუნქცია ინსულინის საპირისპიროა: სტიმულირდება ჰიპოგლიკემიის პირობებში და იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას. გლუკაგონის ჰიპერგლიკემიური ეფექტი ხორციელდება ღვიძლში გლიკოგენოლიზის (გლიკოგენის დაშლა) და გლუკონეოგენეზის (გლუკოზის სინთეზის) გზით. სისხლში შაქრის კონცენტრაციის რეგულირების შემდეგ, გლუკაგონი ინაქტივირდება.

გლუკაგონის მეტაბოლიზმზე გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციური მდგომარეობა. თირკმლის უკმარისობისას ვლინდება გლუკაგონის მაღალი მაჩვენებელი უზმოზე.

გლუკაგონის ჭარბი სეკრეცია იწვევს ჰიპერგლიკემიას. როდესაც ინსულინოთერაპიით რეგულირდება გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში, გლუკაგონის მაჩვენებელიც ნორმას უბრუნდება.

გლუკაგონომები პანკრეასის  იშვიათი  სიმსივნეებია, რომლებიც ლანგერჰანსის კუნძულოვანი უჯრედებიდან ვითარდება და გამოიმუშავებს გლუკაგონს. იწვევს დიაბეტის, დიარეის, ერითემის სიმპტომებს.

გლუკაგონის მომატებული მაჩვენებელი აღინიშნება კარცინოიდული სიმსივნეების, ჰეპატოცელულური კარცინომების და სხვა  ნეიროენდოკრინული სიმსივნეების დროს.

გლუკაგონის მაჩვენებლის დაქვეითება ან არარსებობა, ზოგჯერ გვხვდება დიპი I დიაბეტის დროს. გლუკაგონის დეფიციტი პანკრეასის ქსოვილების დაკარგვასთანაა დაკავშირებული.

 

რეკომენდაციები

გლუკაგონის განსაზღვრა გამოიყენება გლუკაგონ-წარმომქმნელი სიმსივნეების და დიაბეტიანი პაციენტების დიაგნოსტიკაში.

პაციენტის მომზადება – კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევის ჩატარებამდე 8 საათის მანძილზე რეკომენდებულია საკვებისგან და სტრესული ფაქტორებისგან თავის შეკავება.

რეფერენტული ნორმა: ​​ < 209ნგ/ლ

გლუკაგონის დონის მატება აღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • გლუკაგონომების დროს (გლუკაგონის წარმომქმნელი სიმსივნეები), რომლებიც გამოვლინდება სამი ვარიანტით:
  1. მიგრაციული ნეკროლიზური ერითემა (დამახასიათებელი გამონაყარი), დიაბეტი ან გლუკოზის აუტანლობა, წონის კლება, ვენური თრომბოზები. ეს ფორმა ვლინდება გლუკაგონის ძალიან ამღალი მაჩვენებლით.
  2. მეორე ვარიანტი ასოცირებულია მძიმედ მიმდინარე დიაბეტთან
  3. მესამე ვარიანტი ასოცირებულია მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიების სინდრომთან და გლუკაგონიშ შედარებით დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება.

 

  • დიაბეტი. პლაზმის გლუკაგონის არადექვატური სეკრეცია და მწვავე ჰიპერგლიკემია, ტიპი I შაქრიანი დიაბეტით პაციენტებში მიუთიტებს ჰორმონის პარადოქსულ გამოყოფაზე, რაც დაავადების სიმძიმის მაჩვენებელია. მეორე მხრივ, ჰიპოგლიკემიის ფონზე არსებული გლუკაგონის დაბალი მაჩვენებელი, გლუკოზის მეტაბოლიზმის რეგულაციის მოშლაზე მიუთითებს.
  • მწვავე პანკრეატიტი
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა
  • სტრესული მდგომარეობები: ტრავმა, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა და სხვა
  • ღვიძლის ციროზი
  • სისხლის ჰიპეროსმოლარობა (სისხლში მარილების მაღალი და წყლის დაბალი შემცველობა)
  • ჰიპოგლიკემია

 

გლუკაგონის დაბალი მაჩვენებლები აღინიშნება შემდეგი მდგომარეობებისას:

  • პანკრეასის ქსოვილის განლევისას
  • ქრონიკული პანკრეატიტისას
  • ცისტური ფიბროზის დროს

 

 

 

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

https://www.synevo.ro/shop/glucagon/

ლაბორატორიები
Call Now Button