ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
D ვიტამინი (კალციფეროლი)ცხიმში ხსნადი ვიტამინია. მას ეგზოგენურად ვიღებთ D ვიტამინით მდიდარი საკვები პროდუქტებით, ან დანამატებით. ენდოგენურად მისი წარმოქმნა ხდება ორგანიზმში, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით.
ეგზოგენური გზით მიღებული, ან ენდოგენურად წარმოქმნილი D ვიტამინი ჰიდროქსილირების 2 პროცესს გადის გააქტივებისთვის. პირველი ჰიდროქსილირების პროცესი ვიტამინ D-ს გარდაქმნის 25-ჰიდროქსივიტამინ-D, რომელსაც „კალციდიოლი“ ეწოდება და ეს პროცესი ღვიძლში მიმდინარეობს. მეორე ჰიდროქსილირება მიმდინარეობს თირკმელში და წარმოქმნის ფიზიოლოგიურად აქტიურ ფორმას 1,25-დიჰიდროქსილვიტამინ-D-ს, რომელიც ასევე ცნობილია „კალციტრიოლის“ სახელით.
ვიტამინი D უმონაწილეობს ნაწლავიდან კაცლიუმის შეწოვაში და შრატში კალციუმისა და ფოსფორის ადექვატური კონცენტრაციის შექმნაში, რაც მნიშვნელოვანია ძვლის ნორმალური მინერალიზაციისთვის და ჰიპოკალცემიური ტეტანიის პრევენციისთვის (კუნთების უნებლიე შეკუმშვები, რაც სპაზმს და კრუნჩხვას იწვევს). ის ასევე აუცილებელია ძვლის ოსტეობლასტებისა და ოსტეოკლასტების ბალანსის და ძვლების ზრდის პროცესებში. ვიტამინ D დეფეციტის პირობებში ძვლები ხდება მსხვრევადი, თხელი, დეფორმული. ვიტამინ D-ს ნორმალური კონცენტრაცია ორგანიზმში იცავს ბავშვებს რაქიტის, ხოლო მოზრდილებს ოსტეომალაციის და ოსტეოპოროზის განვითარებისგან(კალციუმთან ერთად).
გარდა ზემოთხენებულისა, ვიტამინ D-ს ორგანიზმში სხვა ფუნქციებიც აკისრია, კერძოდ: ანთებითი პროცესების შემცირება, უჯრედების ზრდა, ნიეროკუნთოვანი და იმუნური პროცესების რეგულაცია, გლუკოზის მეტაბოლიზმი. გენები, რომლებიც უჯრედების პროლიფერაციის (გამრავლების), დიფერენციაციის და აპოპტოზის მარეგულირებელ ცილებს აკოდირებენ, რეგულირდება ნაწილობრივ D ვიტამინის მონაწილობით.
საკვებ პროდუქტებსა და კვებით დანამატებში D ვიტამინი ორი ფორმით გვხვდება: D2 – ერგოკალციფეროლი და D3 – ქოლეკალციფეროლი, რომლებიც მხოლოდ ქიმიური სტრუქტურით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ორივე ფორმა იოლად აბსორბირდება (შეიწოვება) წვრილ ნაწლავში. შეწოვის პროცესი ხდება როგორც მარტივი პასიური დიფუზიით (მაღალი კონცენტრაციის არედან, დაბალი კონცენტრაციის არის მიმართულებით), ასევე ნაწლავის მემბრანული სატრანსპორტო ცილების მონაწილეობით (აქტიური შეწოვა). ნაწლავში ცხიმის თანაარსებობა აძლიერებს D ვიტამინის აბსორბციას, თუმცა, D ვიტამინის ზოგიერთი ფორმა, ცხიმის გარეშეც შეიწოვება. არც დაბერების პროცესი და არც სიმსუქნე არ იწვევს D ვიტამინის შეწოვის დარღვევას ნაწლავში.
სისხლის შრატში D ვიტამინის კონცენტრაციის მაჩვენებელი, მთავარი ინდიკატორია, ორგანიზმში D ვიტამინის სტატუსის. 25(OH) D ვიტამინის ნახევარსიცოცხლის პერიოდი შრატში 15 დღეა. სწორედ ამ ფორმის განსაზღვრა ხდება შრატში და მისი კონცენტრაცია გამოისახება როგორც ნანომოლებით ლიტრში (nmol/L), ისე ნანოგრამებით მილილიტრში (ng/mL).
სხვადასხვა მდგომარეობისთვის (რაქიტისთვის, ძვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის და სხვა) D ვიტამინის იდეალური მაჩვენებლები არ არის დადგენილი, თუმცა მიღებულია ოდენობები, რომელიც სხვადასხვა მდგომარეობებს შეესაბამება. შეესაბამება
ნმოლ/ლ | ნგ/მლ | ჯანმრთელობის მდგომარეობა |
<30 | <12 | ვიტამინ D დეფიციტი, რაც ავშვებში რაქიტს, მოზრდილებში კი ოსტეომალაციას იწვევს |
30 to <50 | 12 -დან 19-მდე | ძვლების და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის არაადექვატური კონცენტრაცია. |
≥50 | ≥20 | ძვლების და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობისთვის ადექვატური კონცენტრაცია |
>125 | >50 | ჭარბი კონცენტრაცია, რაც შეიძლება D ვიტამინის ტოქსიკური ეფექტით გამოვლინდეს |
დეფიციტის განვითარების მიზეზი ხდება საკვებთან ერთად ვიტამინის შემცირებული ოდენობით მიღება, დახურულ სივრცეში ხანგრძლივი, რეგულარული ყოფნა (სადაც მზის პირდაპირი სხივები ვერ აღწევს), თირკმლის დაზიანება, რომელიც 25(OH)D ვიტამინს მის აქტიურ ფორმად ვერ გარდაქმნის, ნაწლავში შეწოვის პროცესების დარღვევა და სხვა. D ვიტამინის ალიმენტური (კვებითი) დეფიციტი ხშირად ვითარდება ადამიანებში რძის ალერგიით ან ლაქტოზის აუტანლობით, ასევე ვეგანებში და ვეგეტარიანელებში.
D ვიტამინის დეფიციტი ბავშვებში იწვევს რაქიტს – დაავადებას, რომლის დროსაც ძვლების მინერალიზაციის პროცესები ირღვევა, რასაც ჩონჩხის დეფორმაციებამდე მივყავართ. თუმცა, ამ დაავადებისას უფრო მნიშვნელოვანია განვიტარების ზოგადი ჩამორჩენა, გულყრები, ტეტანური სპაზმები (ჰიპოკალცემიის გამო), კარდიომიოპათია და კბილების ანომალიები.
მოზარდებსა და ზრდასრულებში D ვიტამინის დეფიციტი იძლევა ოსტეომალაციას და ძვლების დეფორმაციებს, რომელთაც ახლავს ტკივილი, ჰიპოკალცემიური კრუნჩხვები, ტეტანური სპაზმები და კბილების ანომალიები.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის მიღების დრო: 14 სამუშაო დღე
D ვიტამინის დეფიციტის რისკჯგუფები
D ვიტამინის გავლენა ჯანმრთელობაზე
ძვლის ჯანმრთელობა და ოსტეოპოროზი
ძვლოვანი ქსოვილი მუდმივ განახლებას განიცდის. ასაკის მატებასთან ერთად, განსაკუთრებით კი მენოპაუზის ასაკის ქალებში ძვლის რეზორბციის პროცესები ჭარბობს განახლების პროცესებს. დროთა განმავლობაში ძვლის სიმკვრივე მცირდება და ვითარდება ოსტეოპოროზი, რომელიც ხასიათდება ძვლოვანი მასის შემცირებით, სტრუქტურის გაუარესებით, მსხვრევადობისაკენ მიდრეკილების და მოტეხილობების ალბათობის გაზრდით. ოსტეოპოროზი კალციუმის ხანგრძლივი დეფიციტის შედეგია, თუმცა, D ვიტამინის დეფიციტი ამ პროცესს აჩქარებს.
ძვლის ჯანმრთელობა ასევე დამოკიდებულია მისი გარემომცველი კუნთების მდგომარეობით, რომლებიც მონაწილეობენ მოძრაობასა და წონასწორობის დაცვაში. კუნთოვანი ბოჭკოების ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. D ვიტამინის დეფიციტს შეუძლია კუნთური სისუსტის გამოწვევა, რაც თავის მხრივ ბალანსის დარღვევით და მიოპათიური ტკივილით ვლინდება.
D ვიტამინის გავლენა ხანდაზმულებზე
კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ პოსტმენოპაუზაში მყოფ ქალებშიც და ხანდაზმულ მამაკაცებშიც კალციუმის და D ვიტამინის კონცენტრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ სიცოცხლის ხარისხზე, თუმცა დანამატის სახით D ვიტამინის მიღების ეფექტი ოსტეოპოროზის დროს, კლინიკურად ბოლომდე დადასტურებული არაა.
კარდიოვასკულური დაავადებები
მიმდინარე კლინიკური კვლევების თანახმად, ვიტამინი D მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის წნევის რეგულაციაში, სისხლძართა კედლის უჯრედების განახლებაში, ანთებით და ფიბროზულ პროცესებში. ვიტამინ D-ს დეფიციტი ასოცირებული სისხლძარღთა დისფუნქციასთან, ართერიების გამკვრივებასთან, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიასთან და ჰიპერლიპიდემიასთან. სწორედ ამიტომ D ვიტამინის დეფიციტი დაკავშირებულია კარდიოვასკულური დაავადებების რისკებთან.
დეპრესია
ვიტამინი D ასევე ჩართულია ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებაში. მისი რეცეპტორები აღმოჩენილია როგორც ტვინის ნეირონებში, ისე ნეიროგლიაში და არსებობს მოსაზრება, რომ ის გარკვეულ როლს თამაშობს დეპრესიის პათოფიზიოლოგიაში. კვლევების თანახმად, შესაძლებელია გარკვეული კავშირი არსებობდეს შრატში D ვიტამინის დაბალ დონესა და დეპრესიას შორის. თუმცა კლინიკური მონაცემებით, დეპრესიის მკურნალობაში D ვიტამინის დანამატის სახით ჩართვის ეფექტი არ დასტურდება.
გაფანტული სკლეროზი
ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის და ზურგის ტვინი) აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ნერვული ბოჭკოების ირვლივ არსებულ მიელინის გარსს. მიელინის დაზიანება აფერხებს იმპულსების ნაკადს, რაც ვლინდება ისეთი დარღვევების სახით როგორიცაა: მხედველობის დაქვეითება, კუნთთა მოტორული სისუსტე, სპასტიურობა, კოორდინაციის დარღვევა, ტრემორი, მგრძნობელობითი ცვლილებები, კოგნიტური (მენტალური) ცვლილებები და სხვა.
არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევა არსებობს გაფანტული სკლეროზისა და შრატში D ვიტამინის დეფიციტის არსებობის შესახებ. კლინიკური კვლევა, რომელიც დაადასტურებდა D ვიტამინის დეფიციტის პირდაპირ კავშირს გაფანტულ სკლეროზთან არ არსებობს, თუმცა მიმდინარე მონაცემებით(პროსპექტული და რანდომიზებული კვლევები), D ვიტამინის დაბალი კონცენტრაციის დროს, დაავადების პროგრესირების და ინვალიდიზაციის ხარისხი მეტია.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ვიტამინი D გარკვეულ როლს თამაშობს გლუკოზის მეტაბოლიზმში. ის ასტიმულირებს ინსულინის სეკრეციას პანკრეასის β უჯრედების D რეცეპტორებზე ზემოქმედებით და ამცირებს პერიფერიულ ინსულინორეზისტენტობას კუნთების და ღვიძლის იმავე D რეცეპროზებზე ზემოქმედების გზით.
წონა
სისტემური კვლევებით არსებობს მონაცემები სხეულის ჭარბ წონასა და D ვიტამინის დეფიციტს შორის. თუმცა კვლევები, D ვიტამინის დანამატის სახით მიღებასა და წონის კლების ხარისხს შორის
D ვიტამინის სიჭარბესთან დაკავშირებული რისკები
D ვიტამინის ზედმეტი დოზა ტოკსიკურია. ის აძლიერებს კალციუმის აბსორბციას კუჭნაწლავის ტრაქტიდან, შესაბამისად D ჰიპერვიტამინოზი იწვევს ჰიპერკალცემიას, ჰიპერკალციურიას. ჰიპერკალცემია იწვევს რბილი ქსოვილების, მათ შორის კორონარული სისხლძარღვების კალცინაციას (გაკირვას), გულის რითმის დარღვევას, თირკმლის კენჭოვან დაავადებებს, გაუწყლოებას, კუნთურ სისუსტეს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი.
მზის ხანგრძლივ ექსპოზიციას არ შეუძლია D ვიტამინის სიჭარბის გამოწვევა, რადგან კანში მზის ტერმული აქტივობით გარდა D3 ვიტამინისა წარმოიქმნება სხვა არააქტიური ფორმებიც, ან D3 გარდაიქმენბა ინაქტიურ ფორმად.
კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატების ხანგრძლივმა, დიდი დოზით მირებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალცემია-ჰიპერკალციურია და ზოგ შემთხვევებში თირკმლის კენჭოვანი დაავადება.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია