Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ENA პანელი | აას – SS-A, SS-B, RNP, Sm, Scl-70, Jo-1

ცნობილი როგორც:ENA პანელი
SKU: 243

220.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

სისტემური აუტოიმუნური რევმატული დაავადებებისთვის დამახასიათებელია უჯრედშიდა ცილებისა და ნუკლეინის მჟავების (დნმ, რნმ) საწინააღმდეგოდ გამომუშავებული აუტოანტისხეულების მომატებული დონე. ამ აუტოანტისხეულებს უწოდებენ ანტიბირთვულ (ანტინუკლეარულ) ანტისხეულებს (ANA), რადგან ისინი მიმართულნი არიან ძირითადად ბირთვული ანტიგენების წინააღმდეგ.

 

ENA ექსტრაქტირებადი ნუკლეარული აუტოანტისხეულები  წარმოადგენს ანტინუკლეარული ანტისხეულების ნაწილს და ვიტარდება სხვადასხვა კლასის ნუკლეარული ცილების მიმართ:

 

ანტი-SS-A

ანტი-SS-B

ანტი-RNP

ანტი-SM

ანტი-SCL-70

ანტი-JO-1

 

ანტი-SS-A  –  ყველაზე ხშირად აღმოჩენადი ENA ანტისხეულია. ასოცირდება სისტემურ წითელ მგლურასთან, მის ქვემწვავე სუბკუტანეურ მიმდინარეობასთან, ახალშობილთა მგლურასთან და ა.შ.

ანტი-SS-B  –  აუტოიმუნური შემაერთებელქსოვილოვანი დაავადებების ტიპური მარკერია. გვხვდება შოგრენის დაავადების, სკლეროდერმიის, მიოზიტის, სისტემური წითელი მგლურას დროს.

ანტი-RNP   –    რიბონუკლეოპროტეინების მიმართ აუტოანტისხეულები. სისტემური წითელი მგლურით დაავადებულთა თიტქმის 45%-ში გვხვდება, თუმცა, ახასიათებს სხვა შემაერთებელქსოვილოვან დაავადებებსაც: შოგრენის სინდრომს, სკლეროდერმიას და პოლიმიოზიტს.

ანტი-SM  –    სმიტის აუტოანტისხეულები წარმოიქმნება ბირთვული მცირე ზომის რიბონუკლეოპროტეინის – სმიტის მიმართ, რომელიც შედგება B, B1,D,E,G ცილოვანი სუბერთეულებისგან. სმიტის აუტოანტისხეულები ტიპურია სისტემური წითელი მგლურასთვის და დაავადებულთა 30%-ში გვხვდება.

ანტი-SCL-70  –    აუტოანტისხეულები გვხვდება სისტემური სკლეროდერმიით დაავადებულთა 20%-ში და ხშირად ცუდ კლინიკურ პროგნოზზე მიუთიტებს.

ანტი-JO-1  –   მიოზიტისთვის დამახასიათებელი აუტოანტისხეულია, რომელიც გვხვდება იდიოპათიური ანთებითი მიოპათიებით პაციენტებში. ეს ანტისხეულები მიმართულია ჰისტიდილ-სატრანსპორტო რნმ-ის სინტეტაზას წინააღმდეგ და აინჰიბირებს, ჰისტიდილის მიმაგრებას სატრანსპორტო რნმ-თან ცილის სინთეზისას.

მასტან ასოცირებულია ხშირად  პოლიმიოზიტის და დერმატომიოზიტის  ფილტვის დაზიანებით მიმდინარე ფორმა. ანტი-JO-1 ანტისხეულების ტიტრი პირაპირ კონტექსტშია დაავადების აქტივობასთან.

 

 

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი ექსტრაქტირებად  ანტინუკლეარულ ანტისხეულებზე?

  •  შემაერთებელი ქსოვილის აუტოიმუნურ სისტემურ დაავადებაზე (კოლაგენოზზე) ეჭვის დროს
  • ისეთი დაავადებების სადიაგნოსტიკოდ და აქტივობის შესაფასებლად როგორებიცაა სისტემური წითელი მგლურა, პროგრესირებადი სისტემური სკლეროზი, შოგრენის სინდრომი, პოლიმიოზიტი/დერმატომიოზიტი.

 

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

 

ტესტის შედეგებზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი და სხვა პროდუქტები.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი ადასტურებს სპეციფიკური ანტისხეულების არსებობას.

სუსტი სიგნალი მიუთითებს, რომ აუტოანტისხეულების არსებობა გაურკვეველი და საეჭვოა. პაციენტის სიმპტომებიდან გამომდინარე, ტესტი შეიძლება განმეორდეს ყოველ 1-2 თვეში.

უარყოფითი შედეგი მიუთითებს სპეციფიკური აუტოანტისხეულების არარსებობაზე.

 

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button