Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ანტიმიულერის ჰორმონი (AMH)

ცნობილი როგორც:მიულერის მაინჰიბირებელი ფაქტორი
SKU: 2073

Original price was: ₾190.00.Current price is: ₾171.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

  • ანტიმიულერის ჰორმონი (AMH) მამაკაცის ორგანიზმში გამომუშავდება სათესლეების სტეროლის უჯრედების, ხოლო ქალებში საკვერცხეების გრანულოზური უჯრედების მიერ. AMH-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ემბრიონში ქრომოსომული კომპლექტით განსაზღვრული სქესის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა.
  • ცნობილია, რომ განვითარების ადრეულ სტადიაზე (5-6 კვირამდე) ორივე სქესის ემბრიონებს გააჩნია მიულერის მილაკები. მამრობით ჩანასახებში ანტიმიულერის ჰორმონის კონცენტრაცია მაღალია, რაც განაპირობებს მიულერის მილაკების უკუგანვითარებას და მამრობითი სასქესო ორგანოების ჩამოყალიბებას. მდედრობითი სქესის ნაყოფში ანტიმიულერის ჰორმონის დონე ძალიან დაბალია, რის გამოც მიულერის მილაკებიდან ყალიბდება საშვილოსნო, დანამატი ლულები და საშოს ზედა ნაწილი.
  • თუ მამრობით ნაყოფს აქვს AMH-ის ან მისი რეცეპტორის გენის მუტაცია, მაშინ მმიულერის მილაკების  უკუგანვითარების პროცესი არ ხდება და ნაყოფს ერთდროულად უვითარდება ორივე სქესისთვის დამახასიათებელი რეპროდუქციული ორგანოები. ამ დროს დაბადებისას პატარას აქვს მამრობითი ტიპის პირველადი სასქესო ნიშნები და პათოლოგიაზე ეჭვის მიტანა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს შესაძლოა მამაკაცის უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

 

 

ტესტის დანიშნულება და სარგებელი

 

AMH – საკვერცხის რეზერვის მარკერი

მენოპაუზის პროგნოზი

საკვერცხის გრანულოზურ-უჯრედოვანი  კიბოს მარკერი

 სათესლეების ფუნქციის მარკერი

პედიატრიაში: სქესის განსაზღვრა

პუბერტატის დარღვევები (ნაადრევი/დაგვიანებული)

კრიპტორქიზმისა და ანორქიის დიფერენციალური დიაგნოზ

ვაჟებში სათესლე ქსოვილის შეფასება.

ქალებში: უნაყოფობის მიზეზების იდენტიფიცირება;

საკვერცხის რეზერვის შეფასება;

საკვერცხის ჰიპერსტიმულირების სინდრომის რისკის შეფასება;

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომის დიაგნოსტიკა;

საკვერცხის წარმონაქმნები (გრანულოზურ-უჯრედოვანი კიბოს მარკერი);

საკვერცხის  გრანულოზურ-უჯრედოვანი კიბოს მკურნალობის ეფექტურობის და რეციდივის  მონიტორინგი;

მენოპაუზის დასაწყისის პროგნოზი;

საკვერცხის რეზერვის შეფასება, FSH-ის მოსაზღვრე და მომატებული კონცენტრაციით;

ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დანიშვნის ვადის განსაზღვრა;

საკვერცხის რეზერვების კონტროლი საკვერცხეებზე ოპერაციამდე და მის შემდეგ, ავტოტრანსპლანტაციის და  ქიმიოთერაპიის შემდეგ.

მამაკაცებში: უნაყოფობის მიზეზების დადგენა.

 

პაციენტის მომზადება

საჭიროა უზმოდ ყოფნა

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

მასალის შეგროვების შემდგომი დამუშავება

ცენტრიფუგირება; თუ ტესტის ჩატარება შეუძლებელია იმავე დღეს, შრატი ინახება    -20°C ტემპერატურაზე

სინჯის მოცულობა

მინიმუმ 0.5 მლ შრატი

სინჯის უარყოფის მიზეზები

ინტენსიურად ჰემოლიზური ნიმუში

ნიმუშის სტაბილურობა

ინახება  6 თვე -20°C-ზე; არ გაალღოთ/ხელახლა არ გაყინოთ

მუშაობის მეთოდი

იმუნოფერმენტული, ელექტროქემილუმინესცენციით (ECLIA)

 

რეფერენსული ნორმები და შედეგების ინტერპრეტაცია

ნორმები  სქესის და ასაკის გათვალისწინებით

მამაკაცები: 1,43 – 11,6 ნგ/მლ

ქალები: 20-24 წელი: 1.52- 9.95ნგ/მლ

25-29 წელი: 1.20- 9.05ნგ/მლ

30-34 წელი: 0.711-7.59ნგ/მლ

35-39 წელი: 0.405 – 6.96ნგ/მლ

40-44 წელი: 0.059 – 4.44

45-50 წელი: 0.010 – 1.79ნგ/მლ

პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი: 2,41-17,1 ნგ/მლ .

საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი: 15.0 პმოლ/ლ (2.10 ნგ/მლ)

 

 

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

სასურველია პაციენტი იყოს უზმოდ.

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

AMH-ის დონის მომატება:

ქალები:

  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი.
  • საკვერცხის გრანულოზურუჯრედოვანი კიბო
  • ნაადრევი სქესობრივი მომწიფება

მამაკაცები:

  • დაგვიანებული პუბერტატი;
  • კრიპტორხიზმი;
  • სერტოლის უჯრედების სიმსივნე

AMH-ის დონის დაქვეითება:

ქალები:

  • დაგვიანებული პუბერტატი;
  • საკვერცხის რეზერვის დაქვეითება;
  • პერი- და მენოპაუზის დროს;
  • ქირურგიული მენოპაუზა.

მამაკაცები:

  • მიულერის სადინრების პერსისტენციის სინდრომი;
  • ანორქია (გონადების განუვითერაბლობა);
  • ნაადრევი პუბერტატი.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button