ანტი-მიტოქონდრიული ანტისხეულები (AMA)

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

55.00

AMA (ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები) – ანტისხეულები, რომლებსაც არ ახასიათებთ სპეციფიურობა კონკრეტული ორგანოს მიმართ. ისინი მიმართულნი არიან მიტოქონდრიის შიდა მემბრანაში არსებული ლიპოპროტეინების წინააღმდეგ.

AMA არის პირველადი ბილიარული ციროზის (პირველადი ბილიარული ქოლანგიტის) სეროლოგიური მარკერი (სპეციფიკურობა 90-96%). დაავადება ხასიათდება ნაღვლის სადინრების ტოტების პროგრესირებადი დესტრუქციით, რაც იწვევს ქოლესტაზს და ღვიძლის ციროზს. ეს დაავადება ძირითადად გვხვდება გენეტიკური მიდრეკილების მქონე ქალებში.

AMA-ს მიტოქონდრიული ანტიგენები კლასიფიცირებულია 9 ქვეტიპად (M1-M9). პირველად ბილიარულ ციროზთან ყველაზე ხშირად ასოცირდება M2 ქვეტიპი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ანტიმიტოქონდრიულ ანტისხეულებზე?

  • როცა ექიმი ეჭვობს ისეთი დაავადების არსებობაზე, როგორიცაა პირველადი ბილიარული ციროზი და აუტოიმუნური ჰეპატიტი.
  • დაავადების აქტივობის ხარისხის შესაფასებლად და მკურნალობის ეფექტის მონიტორინგისთვის.

შემდეგი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:

  • სიმძიმე მარჯვენა ფერდქვეშა არეში
  • სიყვითლე
  • მუქი შარდი
  • კანზე კვანძების არსებობა სიყვითლესთან ერთად
  • ქავილი

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის პაციენტის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტის შედეგზე გავლენას არ ახდენს საკვები, წყალი ან სხვა პროდუქტები.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია და დიაგნოსტიკური შეზღუდვები

AMA-ს დონე იზრდება პირველადი ბილიარული ციროზის დროს. ბილიარული ციროზით დაავადებულთა ძალიან მცირე პროცენტს არ აქვს ანტიმიტოქონდრიული ანტისხეულები. მათ უწოდებენ AMA-უარყოფითებს (5%).

AMA ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ღვიძლის სხვა დაავადებებში, როგორიცაა: ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი, კრიპტოგენული ციროზი და პაციენტებში ღვიძლის დაავადების კლინიკური გამოვლინებით, მაგრამ ბიოქიმიური ცვლილებების გარეშე.

ასევე, AMA ზოგჯერ შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: სისტემური წითელი მგლურა, რევმატოიდული ართრიტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, პერნიციოზური ანემია, ადისონის დაავადება და სხვა.

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.bg/ama/

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button