Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ინსულინის განსაზღვრა – გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში

ცნობილი როგორც:ინსულინის ტესტი, დატვირთვიდან 2 საათში
SKU: 2025

36.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ინსულინი ანაბოლური (სინთეზური პროცესების ხელშემწყობი)   ჰორმონია, რომელიც უზრუნველყოფს გლუკოზის შეთვისებას, გლიკოგენეზს (გლიკოგენის წარმოქმნას), ლიპოგენეზს  (ცხიმის წარმოქმნას) და პროტეინების (ცილების) სინთეზს ჩონჩხის კუნთოვან და ცხიმის უჯრედებში.

ინსულინი უზრუნველყოფს სისხლში გლუკოზის დონის შენარჩუნებას, რისთვისაც ის ურთიერთქმედებს კატაბოლურ (დამშლელ) ჰორმონებთან: ეპინეფრინთან, გლუკოკორტიკოიდებთან და ზრდის ჰორმონთან.

ინსულინის კვლევა უზმოდ და კვებიდან (გლუკოზით დატვირთვიდან) 2 საათში ინიშნება როგორც დიაბეტით დაავადებულებში, ისე დიაბეტის განვითარების რისკ-ჯგუფებში მყოფ პაციენტებში:

  • ორსულები, ტიპი I ან ტიპი II შაქრიანი დიაბეტით ან მაღალი გლიკემიის ოჯახური ანამნეზოთ
  • გესტაციური (ორსულობისას განვითარებული) დიაბეტის მქონე ქალები
  • ადამიანები რომლებიც იღებენ ახალი ტიპის ინსულინს, ან მედიკამენტების განსხვავებულ დოზას
  • დიაბეტით დაავადებულები რომლებსაც უჭირთ მდგომარეობის კონტროლი
  • შაქრიანი დიაბეტით პაციენტები, რომლებიც მრავალმედიკამენტურ მკურნალობაზე იმყოფებიან
  • სისხლის პლაზმაში კვების შემდგომი გლიკემიის დონის მატებით პაციენტები
  • ადამიანები ინსულინრეზისტენტობით

 

როდის ჩავიტაროთ კვლევა?

სისხლში ინსულინის  განსაზღვრა ინფორმაციას იძლევა, როგორ გამოყოფს პანკრეასის ბეტა უჯრედები ინსულინს, უზმოდ და კვების შემდეგ.

კვლევა ტარდება შემდეგი სიმპტომების დროს:

  • გაძლიერებული შიმშილი
  • ოფლიანობა
  • ავბრუხვევა
  • დაბინდული მხედველობა
  • სისუსტე
  • გულის ფრიალის შეგრძნება

 

ინსულინის დონის განსაზღვრა ინიშნება ასევე შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი
  • ტიპი I და ტიპი II შქრიანი დიაბეტი
  • მეტაბოლური სინდრომი
  • გულის დაავადებები
  • კუშინგის დაავადება
  • ინსულინომა

 

 

როგორ ტარდება ინსულინის ტესტი უზმოდ და კვების შემდეგ?

ინსულინის განსაზღვრა უზმოზე – კვლევა ტარდება უზმოდ, ბოლო საკვების მირებიდან მინიმუმ 8 საათში. საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

ინსულინის ტესტი გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში – კვლევა ტარდება გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათში.

 

რეფერალური ნორმები და მაჩვენებლების ინტერპრეტაცია

სისხლში ინსულინის ნორმა სხვადსხვა ლაბორატორიაში შესაძლოა განსხვავდებოდეს.

 

 

 

 

ინსულინის მაჩვენებელი სისხლში
უზმოდ < 25 mIU/L < 174 pmol/L
30 წთ-ში გლუკოზით დატვირთვიდან 30-230 mIU/L 208-1597 pmol/L
1 სთ-ში გლუკოზით დატვირთვიდან 18-276 mIU/L 125-1917 pmol/L
2 სთ-ში გლუკოზით დატვირთვიდან 16-166 mIU/L 111-1153 pmol/L
≥3 სთ-ში გლუკოზით დატვირთვიდან < 25 mIU/L < 174 pmol/L

 

MIU/L – micro international unit (მიკრო საერთაშორისო ერთეული/ლიტრი)

Pmol/L – პიკომოლი/ლიტრი

 

 

რა არის ინსულინის დაბალი მაჩვენებლის მიზეზი?

  • ტიპი I შაქრიანი დიაბეტი: პანკრეასის ბეტა უჯრედების წინააღმდეგ განვიტყარდებული აუტოაგრესიული პროცესის შედეგია
  • პანკრეასის დაავადებები: პანკრეასის ანტებითმა და სხვადასხვა დეგენერაციულმ აპროცესმა შესაძლოა დიაბეტის მსგავსი კლინიკური გამოვლინებები მოგვცეს
  • პანკრეასის ქირურგიული მოცილება: ამა თუ იმ მიზეზით (მაგ სიმსივნე) განხორციელებული პანკრექტომია.
  • ჰიპოპიტუიტარიზმი: ჰიპოფიზის ჰორმონული უკმარისობა

 

 

რა არის ინსულინის მაღალი მაჩვენებლის მიზეზი?

  • ინსულინრეზისტენტობა: მდგომარეობა, როდესაც უჯრედები არ არის მგრძნობიარე ინსულინის მიმართ, რაც შესაბამისად იწვევს ინსულინის გაძლიერებული გამომუშავება-გამოყოფა პანკრეასის მიერ.
  • სიმსუქნე: ინსულინის მარალი დონე და ჭარბი წონა ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია, რადგან სიმსუქნე ვითარდება ინსულინრეზისტენტობის შედეგად.
  • ტიპი II შაქრიანი დიაბეტი
  • ინსულინომა: პანკრეასის კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც წარმოქმნის ინსულინს.
  • პანკრეასის უჯრედების ჰიპერპლაზია: პანკრეასის ნორმალური (არასიმსივნური) უჯრედების გამრავლება, რომელიც ჭარბ ინსულინს აპროდუცირებს.
  • კუშინგის სინდრომი: კორტიზოლის (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის ჰორმონი) ჭარბი პროდუქციით მიმდინარე დაავადებაა, რომლის უხშირესი მიზეზი ჰიპოფიზის სიმსივნეა და იწვევს ჰიპერინსულინემიას.
  • აკრომეგალია: ზრდის ჰორმონის (სომატოტროპინის) და ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი-1-ის სიჭარბით მიმდინარე იშვიათი დაავადებაა, რომელიც ინსულინის ჭარბ წარმოქმნას აპროვოცირებს.
  • მედიკამენტები: კორტიკოსტეროიდები, სულფონილურეაზას პრეპარატები (გამოიყენება დიაბეტის მკურნალობისას) პერორალური კონტრაცეპტივები ზრდის ინსულინის მაჩვენებელს სისხლში.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button