პანელი “დედის ჯანმრთელობა”

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

95.00

ზოგადი ინფორმაცია

პროფილი “დედის ჯანმრთელობა“ წარმოადგენს პროფილაქტიკურ პროფილს, რომელიც იძლევა დედის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის, გულის, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების გამოკვლევის, ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემებისა და სისხლის შედედების უნარის შეფასების საშუალებას.

პროფილი მოიცავს ნებისმიერი დედისთვის (ასაკის მიუხედავად), ნებისმიერი ქალისთვის მნიშვნელოვანი შემდეგი 11 პარამეტრის კვლევას  (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

პროფილური კვლევა გამოიყენება ანემიის (განსაკუთრებით რკინადეფიციტური ანემიის), ოსტეოპოროზის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტიკისათვის და არსებული დაავადების შემთხვევაში მიმდინარეობისა და მკურნალობის მონიტორინგისთვის.

შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ დედებისთვის, მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის საჭიროა ვენური სისხლი (ერთი ჩხვლეტა).

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

კოდ  პროფილური კვლევ  პროფილის ფას  ფასი (ლარი) პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია *****
4018 სისხლის საერთო ანალიზი & ედს-ი   20 1 საქართველო
1054 კალციუმი   12 1 საქართველო
1052 რკინა   15 1 საქართველო
1100 პროთრომბინის დრო, ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება   17 1 საქართველო
1079 გლუკოზა   11 1 საქართველო
1004 თირეოტროპული ჰორმონი (TSH)   32 1 საქართველო
1048 საერთო ბილირუბინი   14 1 საქართველო
1073 საერთო ქოლესტეროლი   13 1 საქართველო
1042 ალანინამინოტრანსფერაზა (ALT)   14 1 საქართველო
1046 ასპარტატამინოტრანსფერაზა (AST)   13 1 საქართველო
1051 გამაგლუტამილტრანსფერაზა (GGT)   14 1 საქართველო
2022 პროფილი „დედის ჯანმრთელობა“ 95 175 1-2 საქართველო
0/5 (0 Reviews)
Call Now Button