Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ციტომეგალოვირუსი (CMV) | ანტისხეულები IgM

ცნობილი როგორც:Cytomegalovirus IgM
SKU: 2020

Original price was: ₾40.00.Current price is: ₾36.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

ციტომეგალოვირუსი (CMV) მიეკუთვნება ვირუსების იმავე ოჯახს, რომელსაც მიეკუთვნებიან ჰერპეს სიმპლექსის და ვარიცელა-ზოსტერის ვირუსები.

ციტომეგალოვირუსი იზოლირებულ იქნა 1956 წელს და სახელწოდება მიენიჭა მისი დამახასიათებელი ციტოპათიური ეფექტის გამო: ვირუსით ინფიცირებული უჯრედები ჰიპერტროფირდებიან და შეიცავენ მოცულობით ეოზინოფილურ ინტრაბირთვულ ჩანართებს, რომლებიც “ბუს თვალებს” მოგვაგონებენ.

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ფართოდ არის გავრცელებული, ხოლო კლინიკური დაავადება ამ ინფექციის უფრო იშვიათი შედეგია (მოზრდილი მოსახლეობის 80-100%-ს აქვს სპეციფიური ანტისხეულები, როგორც უსიმპტომო ინფექციების უპირატესი შედეგი).

ციტომეგალოვირუსული ინფექცია ამჟამად განიხილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად, შემდეგი მიზეზების გამო: თანდაყოლილი ინფექციების გაზრდილი სიხშირე, მუდმივი ვირუსული ინფექცია რეაქტივაციის შესაძლებლობით, განსაკუთრებით იმუნოკომპრომეტირებულ და ორგანოთა ტრანსპლანტების რეციპიენტებში და მისი ხშირი გამოვლენა პოსტტრანსფუზიული პათოლოგიის სახით (ტრანსფუზიის შემდგომი სინდრომი – პოსტტრანსფუზიული ციტომეგალოვირუსული ჰეპატიტი).

ადამიანი არის ადამიანის ციტომეგალოვირუსის ერთადერთი ბუნებრივი რეზერვუარი (ცხოველის ციტომეგალოვირუსი არ აინფიცირებს ადამიანს). ინფექციის გადაცემის გზები მრავალფეროვანია. ვირუსი გვხვდება ინფიცირებული ადამიანის შარდში და ნერწყვში, ასევე ვაგინალურ სეკრეტში, სპერმასა და დედის რძეში. ნაყოფი შეიძლება დაინფიცირდეს საშვილოსნოშივე; თუმცა, უფრო ხშირად, ინფექცია ვითარდება პერინატალურად, ახალშობილის კონტაქტით საშვილოსნოს ყელის, ლორწოთი მდიდარ სეკრეტთან, ან პოსტნატალურად – ახალშობილის კონტაქტით დედის სეკრეტებთან (ნერწყვი, რძე და ა.შ.). კიდევ ერთი გადაცემის გავრცელებული გზა (ინფექციების 50%-ზე მეტი) არის კოცნა და სქესობრივი კავშირი. ასევე ხშირია გადაცემის იატროგენული გზები – ინფიცირება სისხლის გადასხმის გზით (ვირუსი არის ლეიკოციტებში) ან ორგანოთა გადანერგვით (მაგ. თირკმლები).

ვირუსი ორგანიზმში დიდხანს რჩება. ინფექცია არ ანიჭებს ადამიანს ძლიერ იმუნიტეტს, ვირუსი აგრძელებს ორგანიზმიდან გამოყოფას სპეციფიური ანტისხეულების არსებობის შემთხვევაშიც. ორგანიზმის რეზისტენტობის დაქვეითებისას (გახანგრძლივებული იმუნოსუპრესიული თერაპია, შიდსი), ლატენტური ინფექცია შეიძლება კლინიკურად გამოვლინდეს (ჰეპატიტი, პნევმონია, ენცეფალიტი), ზოგჯერ ლეტალური შედეგებით. გადამდები პერიოდი გრძელდება (წყვეტილად) თვეების, წლების ან მთელი ცხოვრების განმავლობაში.

პირველადი ინფექცია მოზრდილებში უმეტეს შემთხვევაში ასიმპტომურია; მისი გამოვლენისას კლინიკური სურათი მრავალფეროვანია: დაუზუსტებელი ეტიოლოგიის ფებრილური მდგომარეობა, ინფექციური მონონუკლეოზის სურათი უარყოფითი ჰეტეროფილური ანტისხეულებით, ჰეპატიტი სიყვითლით.

ორსულებში აღინიშნება ციტომეგალოვირუსული ინფექციისადმი მგრძნობელობის მომატება (6-ჯერ მეტად ზრდასრული მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან შედარებით). ორსული ქალის პირველადი ინფექციის დროს, ნაყოფის ინფიცირების რისკი მაქსიმალურია (50%-მდე). ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში ინფექციის ვერტიკალურ გადაცემას შეიძლება ჰქონდეს, განსაკუთრებით სერიოზული შედეგები (ჰეპატიტი, სიყრუე, მიკროცეფალია). ლატენტური ინფექციის რეაქტივაციის შემთხვევაში (ორსულთა 0,7-0,9%) ნაყოფის ინფექციის რისკი ძალიან დაბალია ან  არ არსებობს.

პოსტტრანსფუზიული სინდრომი ვლინდება სისხლის გადასხმის შემდეგ ცხელებით, ლიმფადენოპათიით, ჰეპატო-სპლენომეგალიით, გამონაყარით და იმუნოპათოლოგიური ცვლილებებით (რევმატოიდული ფაქტორი, ანტიბირთვული ანტისხეულები, ცივი აგლუტინინები, კრიოგლობულინები, დადებითი კუმბსის ტესტი). პაციენტებს აღენიშნებათ ციტომეგალოვირუსული ინფექციისთვის სპეციფიური ანტისხეულების ტიტრის ზრდა, რაც ადასტურებს ციტომეგალოვირუსულ დაავადებას.

IgM ანტისხეულები – ორგანიზმში პირველად ჩნდებიან (5-7 დღის შემდეგ) ციტომეგალოვირუსის ორგანიზმში მოხვედრის ან რეაქტივაციის (თითქმის ვირუსის გააქტიურებასთან ერთად) საპასუხოდ, შესაბამისად, ისინი პირველადი ინფექციის მწვავე სტადიის (როდესაც ჯერ არ არის წარმოქმნილი IgG ანტისხეულები) ან ქრონიკული რეაქტივაციის (IgG გამოვლენის ფონზე) იდენტიფიცირების საშუალებას გვაძლევენ. IgM-ს არ გააჩნია მაღალი სპეციფიკა და, შესაბამისად, შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი (ჰერპესვირუსის ჯგუფის სხვა წარმომადგენლებთან ჯვარედინი რეაქციის გამო) შედეგი, განსაკუთრებით ორსულობის დროს. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული დადებითი შედეგის ინტერპრეტაციისას. ამ შემთხვევებში ყველაზე ოპტიმალურია IgG-ის დინამიკის განსაზღვრა (ოთხჯერადი ზრდა ადასტურებს პროცესის აქტივობას). პირველადი ინფექციის დროს სისხლში მისი გამოვლენის პერიოდის ხანგრძლივობა საშუალოდ 3 თვემდეა, რეაქტივაციისას – რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზმის იმუნიტეტსა და პროცესის აქტივობაზე. ახალშობილთა პერიოდში იმუნური სისტემის ფორმირების თავისებურებებმა შეიძლება განაპირობოს, ინფექციისას, ამ ანტისხეულების დეფიციტი, ამიტომ დაუშვებელია უარყოფითი შედეგის ცალსახად ინტერპრეტირება, როგორც ინფექციის არარსებობა: ამ შემთხვევებში, მოლეკულური დიაგნოსტიკის მეთოდებს (PCR) შეუძლიათ ვირუსის აღმოჩენა სხვადასხვა ბიოლოგიურ სითხეებში (ყველაზე ოპტიმალური შარდის ტესტია).

როდის ჩავიტაროთ ტესტი ციტომეგალოვირუსის საწინააღმდეგო IgM-ზე?

IgM წარმოაგდენს ინფექციური პროცესის მწვავე სტადიის მარკერს (პირველადი ინფექცია ან რეაქტივაცია).

  • ინფექციური პროცესის ეტიოლოგიის დიფერენციალური დიაგნოზი შემდეგი მდგომარეობებისას: მონონუკლეოზის სინდრომის კლინიკა, უცნობი წარმოშობის ცხელება, პნევმონია, ჰეპატიტი, ენცეფალიტი, მენინგოენცეფალიტი, მიელიტი, ნეიროპათია, პერიკარდიტი, მიოკარდიტი, კოლიტი, უვეიტი, რეტინიტი და ა.შ;
  • ორსულობის დროს ვირუსის აქტივობის შეფასება;
  • სერონეგატიურ ორსულთა პირველადი ინფექციის კონტროლი;
  • თანდაყოლილი CMV ინფექციის დიაგნოზი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

საეჭვო შედეგის მიღების შემთხვევაში აუცილებელია IgG-ის განსაზღვრა. ტესტის განმეორება რეკომენდებულია 2 კვირის შემდეგ (IgM-ის და IgG-ის განსაზღვრა)

დადებითი შედეგი:

  • პირველადი CMV ინფექციის მწვავე სტადია;
  • CMV ინფექციის რეაქტივაცია;
  • თანდაყოლილი CMV (ახალშობილებში);
  • ცრუ დადებითი შედეგი.

უარყოფითი შედეგი:

  • არ აღინიშნება CMV ინფექცია;
  • CMV ინფექციის ადრეული ინკუბაციური პერიოდი;
  • პირველადი ინფექციის ან რეაქტივაციის დროს მწვავე სტადიის არარსებობა;
  • არ არის გამორიცხული თანდაყოლილი CMV ინფექცია;
  • CMV ინფექციის არსებობა წარსულში.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/citomegalovirus-anticorpi-igm/

https://spravochnik.synevo.ua/ru/torch-infekcii/cytomegalovirus.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button