პროფილაქტიკური გამოკვლევების პროფილი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

90.00

პროფილაქტიკური გამოკვლევების პროფილი არის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უნიკალური გამოკვლევა, რომელიც ემსახურება დიაგნოსტირებას ავადმყოფობის ნიშნების კლინიკურად გამოვლენამდე.
პროფილი საშუალებას გვაძლევს აღმოვაჩინოთ ავადმყოფობა საწყის ეტაპზე, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საშიში დაავადებების განვითარების რისკს.

პროფილი მოიცავს შემდეგი 10 პარამეტრის კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

30 აპრილამდე შეგიძლიათ ჩაიტაროთ “პროფილაქტიკური გამოკვევების პროფილი” 90 ლარად, ნაცვლად 171 ლარისა

როდის ჩავიტაროთ პროფილაქტიკური გამოკვლევები?

მიზანშეწონილია 6 თვეში ერთხელ ჯანმრთელობის მდგომაროების შემოწმება. შესაბამისად, პროფილი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, მიუხედავად ასაკისა, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოს შესაძლო გართულებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ანალიზისთვის სისხლის აღება აუცილებელია უზმოდ (საკვების ბოლო მიღებიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 12 საათისა).
ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.

 

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button