კოვიდ-19 | პჯრ ტესტი & ბინაზე მომსახურება (თბილისი & ბათუმი)

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

up to 24 hours

60.00

სახელმწიფო ეპიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე PCR ტესტის ჩატარება საჭიროა საქართველოში შემოსვლიდან არაუგვიანეს 72 საათისა და გასვლისას, საზღვარზე წარსადგენად, არაუადრეს 48-72 საათისა. გაიცემა ორენოვანი პასუხი (ქართული და ინგლისური), QR კოდით. მონაცემები ავტომატურად იტვირთება ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე ჩვენს მიერ.

ზოგადი ინფორმაცია

Sars-Cov-2 პჯრ (PCR) ტესტი წარმოადგენს ჯაჭვურ პოლიმერაზულ რეაქციას, რომელიც განსაზღვრავს ახალი კორონავირუსის გენეტიკური მასალის – რნმ-ის არსებობას ცხვირ-ხახის ნაცხის ნიმუშში.

ტესტი გამოიყენება ვირუსის ორგანიზმში არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, ადრეულ ეტაპზე (სიმპტომების გამოვლენის პირველივე დღიდან) და ინფექციის მწვავე ფაზის დროს. გააჩნია რიგი უპირატესობები:

  • წარმოადგენს კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკის „ოქროს სტანდარტს“
  • ტესტი გამოირჩევა მაღალი სიზუსტით – 99%
  • ტესტი სრულდება სრულად ავტომატიზირებულ „Thermo fisher”-ის (აშშ) სისტემითა და რეაგენტებით

ონ-ლაინ შეძენისას ტესტის საფასურია 70 ლარი, ნაცვლად 130 ლარისა. ფასი მოქმედებს მხოლოდ ბათუმსა და თბილისში.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

რეკომენდებულია ტესტის ჩატარება:

  • გრიპისმაგვარი სიმპტომების მქონე პაციენტებში (ცხელება, ხველა, კუნთების კრუნჩხვები, ყელის ტკივილი, სუნის დაკარგვა) ტესტის საიმედოობა ყველაზე მაღალია სიმპტომების გამოვლენიდან 3-4 დღის შემდეგ.
  • ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირები.
  • სამოგზაუროდ აუცილებელი ტესტირება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ტესტირებისთვის საჭიროა ცხვირ-ხახის ნაცხი.

ლაბორატორიულ ცენტრებში ნიმუშის აღებისას აუცილებელია მკაცრად დაიცვათ ეპიდემიოლოგიური წესები!

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პოზიტიური შედეგი: ვირუსით ინფიცირების ალბათობა მაღალია.

ნეგატიური შედეგი: ვირუსით ინფიცირების ალბათობა ძალიან მცირეა.

პასუხი გაიცემა: თბილისი – 24სთ-ში ; სხვა ქალაქები – 24-36 სთ-ში

 

ნაცხის აღება შესაძლებელია “სინევოს” შემდეგ ლაბორატორიულ ცენტრებში:

მისამართები შეგიძლიათ იხილოთ Googlemap-ის აქტიურ ბმულზე

3.2/5 (9 Reviews)
Call Now Button