Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კორონავირუსი (SARS-Cov-2) | ას IgG, IgM, IgA (საერთო მაჩვენებელი)

ცნობილი როგორც:კოვიდის ანტისხეულები
SKU: 1631

Original price was: ₾53.00.Current price is: ₾47.70.

არ არის მარაგში

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

„სინევო საქართველო“-ში შესაძლებელია ჩაიტაროთ ტესტი “COVID-19” ინფექციის გამომწვევი ვირუსის SARS-Cov-2-ის საწინააღმდეგო სამივე ტიპის – IgG, IgM და IgA ანტისხეულებზე (საერთო მაჩვენებელი).

ტესტით დგინდება IgG, IgM და IgA ანტისხეულების  არსებობა სისხლში. ეს ანტისხეულები გამომუშავდება, როგორც იმუნური პასუხი ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში და გამოვლინდება დაავდების აქტიურ ფაზაში და/ან მის შემდგომ, რაც მიუთითებს ვირუსის მიმართ იმუნიტეტის არსებობაზე.

ტესტის ჩატარების შემთხვევაში, ჩვენ ვგებულობთ ვიყავით ან/და ვართ თუ არა ინფიცირებული “COVID-19” -ის გამომწვევი ვირუსით.

ტესტის უპირატესობა:

  • მაღალი სპეციფიურობა და მგრძნობელობა – 99%.
  • მეთოდი:  ლექტროქემილუმინესცენცია (ECLIA), სრულად ავტომატური დახურული სისტემა. ანალიზი კეთდება ანალიზატორზე Cobas e 411.
  • მწარმოებელი: Roche (გერმანია).

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ტესტი შეიძლება ჩაიტაროს ყველა დაინტერესებულმა პირმა, ვისაც აქვს ეჭვი ვირუსის არსებობაზე ან დაავადების გადატანაზე.

განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, მძღოლები, სავაჭრო და სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების თანამშრომლები, ვისაც აქვთ ყოველდღიური კონტაქტი მრავალ ადამიანთან.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

დაიცავით ეპიდუსაფრთხოების წესები!

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური და გვაჩვენებს საერთო ანტისხეულების არსებობას ან არ არსებობას სისხლში.

პოზიტიური შედეგი: სისხლში აღმოჩნდა IgG, IgM და IgA ანტისხეულებიდან ყველა ან ერთ-ერთი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე და მიუთითებს SARS-Cov-2 ვირუსის მიმართ განვითარებულ იმუნურ პასუხზე

თუ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია, თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ “COVID-19” ინფექცია, რაც დასტურდება პჯრ ტესტით (PCR).

თუ არ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია, თქვენ დიდი ალბათობით გადაიტანეთ “COVID-19” ინფექცია.

ნეგატიური შედეგი: სისხლში არ აღმოჩნდა IgG, IgM და IgA ანტისხეულებიდან არცერთი, რაც მიუთითებს რომ ვირუსთან კონტაქტი არ გქონიათ, ან იმუნური პასუხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

111

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button