Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ომეგა 3/6 გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები

ცნობილი როგორც:ომეგა 3/6 გრძელ ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები
SKU: 1611

145.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მიეკუთვნება გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ოჯახს და წარმოდგენილია ალფა-ლინოლეის მჟავით (ALA), ეიკოზაპენტაენის მჟავით (EPA) და დოკოზაჰექსაენის მჟავით (DHA). ალფა-ლინოლეის მჟავა შეუცვლელია, რადგან ის არ სინთეზდება ორგანიზმში და მიიღება გარე წყაროებით – საკვებით. მისი კონვერტირება (გარდაქმნა) შესაძლებელია ეიკოზაპენტაენის მჟავად და დოკოზაჰექსაენის მჟავად, რომელთა საერთო კონცენტრაცია ორგანიზმში 5%-ზე ნაკლებია.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების – ეიკოზაპენტაენის მჟავის და დოკოზაჰექსაენის მჟავის  ძირითადი წყაროა თევზის ცხიმი.

ალფა-ლინოლეის მჟავა უფრო მცენარეული წარმოშობისაა და მის წყაროს წარმოადგენს სელის, კანოლას, ნიგვზის და სოიოს მარცვლები, ასევე ზღვის წყალმცენარეები.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები დადებით ეფექტს ახდენს კარდიოვასკულურ (გულ-სისხლძარღთა) სისტემაზე: ისინი ამცირებს სისხლში ტრიგლიცერიდების დონეს, ამცირებს ანთების და თრომბოციტების აგრეგაციის პროცესებს, ასტაბილიზებს ათერომულ ფოლაქებს და ამცირებს არითმიის რისკს – რითაც უზრუნველყოფს კორონარული დაავადების პრევენციას. მკვლევართა დასკვნით, ომეგა-3-ის კონცენტრაციის 1%-ით მატება, გულის შეტევის რისკს ამვირებს 40%-ით.

ასევე, ომეგა-3 მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი პროცესების პრევენციაში, როგორებიცაა: ავთვისებიანი სიმსივნეები, ნევროლოგიური დარღვევები, დიაბეტის და მეტაბოლური დაავადებების გართულებები. ასევე, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები მონაწილეობს ხანდაზმულებში  ძვლოვანი სისტემის ფუნქციონირებაში, მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებაში, ბავშვების კოგნიტური განვიტარების პროცესებში და სხვა.

ითვლება, რომ ომეგა-3-ით მდიდარი საკვების მიღება ამცირებს ალცჰეიმერის დაავადების რისკს.

ომეგა 3-ის დეფიციტის სიმპტომები:

ძლიერი დაღლილობა

მეხსიერების დარღვევები

კანის სიმშრალე

დეპრესია და გუნებ-განწყობის ცვლილებები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები

 

ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების კლასია, რომელიც მოიცავს: ლინოლეის მჟავას (LA), გამა-ლინოლეის მჟავას (GLA) და არაქიდონის მჟავას (ARA).

ლინოლეის მჟავა მთავარი ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავაა საკვებში. მისი შემცველობა მაღალია სიმინდის და მზესუმზირის მარცვლებში. ის შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავაა, რადგან არ სინთეზდება ორგანიზმში. გამა-ლინოლეის მჟავის კონცენტრაცია საკვებში დაბალია (გარდა დედის რძისა). არაქიდონის მჟავა წარმოდგენილია ხორცსა და კვერცხში. ადამიანის ორგანიზმში ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები გარდაიქმნება არაქიდონის მჟავად, რომელიც შედის უჯრედების მემბრანის შემადგენლობაში.

მართალია მიჩნეულია, რომ არაქიდონის მჟავა ხელს უწყობს ანთებას, თუმცა დადგენილია, რომ ლინოლეის მჟავა წარმოქმნის ანთების საწინააღმდეგო მოლეკულებს, რომლებიც სისხლძარღვის ენდოთელიუმის დონეზე ანთების საწინააღმდეგო ეფექტებით ხასიათდება – ამცირებს თრომბოცირების შეწებებას, თრგუნავს ქემოკუნების და ინტერლეიკინის გამოყოფას, რომლებიც ათეროსკლეროზის მედიატორებია.

ცხიმოვანი მჟავების აქტიური მეტაბოლიტები მიიღება ფერმენტების: დელტა-6-დესატურაზას და დელტა-5-დესატურაზას მონაწილეობით. ამ ფერმენტების დეფიციტი იწვევს კონკრეტულ პათოლოგიებს. აღნიშნული ფერმენტების ფუნქციური აქტივობისთვის აუცილებელია კოფაქტორების საკმარისი ოდენობა, ესენია: ნიკოტინმჟავა (PP ვიტამინი), B6 ვიტამინი, C ვიტამინი, მაგნიუმი და თუთია. ფერმენტების ფუნქციის დათრგუნვის მიზეზია: ხანდაზმული ასაკი, სტრესი, ალკოჰოლის მოხმარება, ნაჯერი ცხიმებით მდიდარი რაციონი, ჰიპერქოლესტეროლემია, მაგნიუმის დაბალი დონე.

 

როდის ტარდება კვლევა?

ცხიმოვანი მჟავების განსაზღვრის საჭიროება დგება შეუცვლელი ცხომოვანი მჟავების დეფიციტის დასადგენად, ასევე გულ-სისხლძარღთა სისტემაზე მათი დამცველობითი ეფექტების შესაფასებლად.

პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ, საკვების ბოლო მიღებიდან 12-14 საათში. კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 24 საათის მანძილზე არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

რეფერალური ნორმები:

ალფა-ლინოლეის მჟავა 15 – 30 მგ/ლ
ეიკოზაპენტაენის მჟავა 20 – 55 მგ/ლ
დოკოზაჰექსაენის მჟავა 50 – 110 mg/l
ლინოლეის მჟავა 810 – 1320 მგ/ლ
გამა-ლინოლეის მჟავა 10 – 30 მგ/ლ
არაქიდონის მჟავა 185 – 335 მგ/ლ
ომეგა-6/ომეგა-3 თანაფარდობა 5 – 14 მგ/ლ
ომეგა-3 ინდექსი 6 – 8%

 

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ომეგა-6/ომეგა-3 თანაფარდობის ზრდა (ანუ ომეგა-6 სიჭარბე, ომეგა-3-თან შედარებით), ხელს უწყობს კარდიოვასკულური, ანთებითი, სიმსივნური, აუტოიმუნური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3-ის სიჭარბეს კი დამცველობითი ეფექტი აქვს.

ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციებს შორის დისბალანსი ხშირად აღინიშნება ქრონიკული ანთებითი მდგომარეობების – ართრიტების, ათეროსკლეროზის, ეკზემის, ალერგიების, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აუტოიმუნური დაავადებების, ასევე ქცევითი და ნეიროფსიქიატრიული დარღვევების დროს, როგორებიცაა: სენილური დემენცია, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დეპრესია, პარესთეზიები.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button