Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:ურეაპლაზმის ანტისხეულები
SKU: 1599

95.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

 

ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი (Ureaplasma urealyticum) არის გრამუარყოფითი ბაქტერიული წარმომადგენელი Mycoplasmataceae-ის ოჯახისა. ის არის ადამიანის ნორმალური გენიტალური ფლორის ნაწილი, მაგრამ ასევე გვხვდება ოროფარინქსსა და ანალურ არხში. არსებობს ექვსი აღიარებული სახეობა, რომელთაც შეუძლიათ შარდოვანას ჰიდროლიზი. ადამიანებში ურეაპლაზმა გადაეცემა სქესობრივი კონტაქტით, მაგრამ ასევე შეიძლება გადაეცეს დედიდან ნაყოფს ვერტიკალურად ორსულობისას ან მშობიარობისას.

ურეაპლაზმა მიიჩნევა ნორმალური გენიტალური ფლორის ნაწილად, კოლონიზაციის სიხშირით –  40-80%. ის განიხილება პირობით-პათოგენად, რადგან მისი ადვილად იზოლირება შესაძლებელია ჯანმრთელი ადამიანების ქვედა უროგენიტალური ტრაქტიდან. ვაგინალური კოლონიზაციის სიხშირე დაკავშირებულია სექსუალურ აქტივობასთან, უფრო მაღალი ალბათობა დაფიქსირდა ადამიანებში მრავალი პარტნიორით.

Ureaplasma urealyticum-ით კოლონიზაცია დაკავშირებულია ნაყოფის ბრონქო-პულმონარული  დისპლაზიის (BPD) განვითარების გაზრდილ რისკთან. ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქორიოამნიონიტი, ნაყოფის სიკვდილი, ნაადრევი მშობიარობა და პერინატალურ პერიოდში პნევმონია ან მენინგიტი. ამ მიკრობით ინფექცია ასევე იწვევს სპერმაში თუთიისა და სელენის შემცველობის შემცირებას და, შესაბამისად, სპერმის ხარისხის დაქვეითებას.

ურეაპლაზმა ასოცირდება დაავადებების ფართო სპექტრთან, მათ შორის არაგონოკოკური ურეთრიტი, შარდკენჭოვანი დაავადება, გინეკოლოგიური დაავადებები, უნაყოფობა, ფილტვების ქრონიკული დაავადება და რეტინოპათია. გრძელვადიანი გართულებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია შესაბამისი ანტიბიოტიკოთერაპიის დროული დაწყება.

როდის უნდა ჩავიტაროთ ტესტი ურეაპლაზმა ურეალიტიკუმის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე?

ტესტი უნდა ჩავიტაროთ ინფექციის ეტიოლოგიური ფაქტორის (Ureaplasma urealyticum) განსაზღვრის მიზნით.

ურეაპლაზმური ინფექციის მქონე ადამიანების უმეტესობას არ აქვს რაიმე სიმპტომი. ურეაპლაზმური ინფექცია არის ურეთრის ანთების (ურეთრიტის) შესაძლო მიზეზი. როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ურეთრიტის შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი შარდვის დროს
  • წვის შეგრძნება
  • გამონადენი

ურეაპლაზმა ასევე არის ბაქტერიული ვაგინოზის შესაძლო მიზეზი. სიმპტომები შეიძლება შეიცავდეს:

  • წყლიანი ვაგინალური გამონადენი
  • უსიამოვნო ვაგინალური სუნი

ურეაპლაზმამ შეიძლება ასევე გაზარდოს სხვა პირობების რისკი, მათ შორის:

  • თირკმლის კენჭები
  • ნაადრევი მშობიარობა
  • რესპირატორული დაავადებები ახალშობილებში

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

IgG ტიტრის მატება ყოველ 15 დღეში მიუთითებს ბოლოდროინდელ ინფექციაზე.

შედეგები ყოველთვის უნდა იქნეს ინტერპრეტირებული კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ შედეგებთან ერთად.

ვინაიდან ურეაპლაზმის სახეობები შეიძლება იყოს ნორმალური ფლორის ნაწილი, შედეგები უნდა იქნას ინტერპრეტირებული შესაბამისად.

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/ureaplasma-urealyticum-serologie/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button