Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კარბამაზეპინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:კარბამაზეპინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში
SKU: 1153

Original price was: ₾50.00.Current price is: ₾45.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

 

კარბამაზეპინი (ფინლეფსინი, ტეგრეტოლი) წარმოადგენს ანტიეპილეფსიურ და ფსიქოტროპულ პრეპარატს. თერაპიული ეფექტის მისაღწევად და გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად კარბამაზეპინის კონცენტრაცია სისხლში  რეგულარულ მონიტორინგს და თერაპიული დოზის ფარგლებში შენარჩუნებას საჭიროებს.

კარბამაზეპინი ბლოკავს ჰიპერაქტიური ნერვული უჯრედების მემბრანულ ნატრიუმის არხებს, ამცირებს აგზნებადი ნეიროტრანსმიტერების (გლუტამატის, ასპარტატის) ეფექტს, აძლიერებს ინჰიბიტორულ (GABAergic) პროცესებს და ურთიერთქმედებას ადენოზინის ცენტრალურ რეცეპტორებთან.

საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ის შეიწოვება ნელა, მაგრამ თითქმის მთლიანად, საკვები არ ახდენს გავლენას მისი შეწოვის სიჩქარესა და ხარისხზე. ერთჯერადი პერორალური მიღებისას, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 12 საათის შემდეგ. აღწევს ნერწყვში, ცერებროსპინალურ სითხეში, დედის რძეში და გაივლის პლაცენტარულ ბარიერს. მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით. კარბამაზეპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილის ორგანიზმში შეადგენს 14-65 საათს (ხანგრძლივი გამოყენებისას – 8-29 სთ), ხოლო ბავშვებში – 8-19 საათს. პრეპარატის 70% გამოიყოფა თირკმლებით და 30% ნაწლავებით. ბავშვების შემთხვევაში კარბამაზეპინის გამოყოფა დაჩქარებულია.

კარბამაზეპინის გარკვეული კონცენტრაციის შენარჩუნების სირთულეები დაკავშირებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებთან – საჭმლის მომნელებელ ტრაქტში პრეპარატის შეწოვის დონესთან, ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობასთან, სისხლში ცილის შემცველობასთან (იკავშირებს მედიკამენტებს).

კარბამაზეპინის დოზები და მისი მიღების წესი განისაზღვრება და რეგულირდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის.

სისხლში კარბამაზეპინის შემცველობის ლაბორატორიული კონტროლის წყალობით, შესაძლებელია პრეპარატის კონცენტრაციის შენარჩუნება თერაპიულ ფანჯარაში, რაც საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი მისი გამოყენებისგან და თავიდან აიცილოთ დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კარბამაზეპინზე?

სისხლში კარბამაზეპინი განისაზღვრება შემდეგ შემთხვევებში:

  • პრეპარატის მუდმივად მოხმარება (ყოველ სამ თვეში ერთხელ უნდა განისაზღვროს);
  • პრეპარატის დანიშვნისას ეფექტური დოზის შერჩევა;
  • პრეპარატის დოზის ცვლილება (2-3 კვირის შემდეგ);
  • დამატებითი ანტიეპილეფსიური პრეპარატის დანიშვნა;
  • ეჭვი გვერდით მოვლენებზე;
  • პრეპარატის ეფექტურობის დაქვეითება (ეპილეფსიური კრუნჩხვების გამოჩენა);
  • ორსულობა (ყოველ 2-4 კვირაში ერთხელ უნდა განისაზღვროს).

ტესტი ინიშნება მაშინ, როდესაც სახეზეა გვერდითი მოვლენები ან გართულებები. გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ნებისმიერი დოზის მიღებისას, მაგრამ დაკავშირებულია უფრო მაღალ კონცენტრაციებთან, მოიცავს:

  • თავბრუსხვევა;
  • არაკოორდინირებული მოძრაობა;
  • ძილიანობა;
  • ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
  • თვალის კაკლის უნებლიე მოძრაობა წინ და უკან.

სხვა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოიცავდეს:

  • კანზე გამონაყარი;
  • კანის ქავილი;
  • გულისრევა;
  • დიარეა;
  • ყაბზობა;
  • თავის ტკივილი;
  • დაბნეულობა.

კარბამაზეპინმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დისფუნქცია, ნატრიუმის დაბალი დონე, სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება ან ეოზინოფილების (სისხლის თეთრი უჯრედების ტიპი) მატება. ზოგიერთ შემთხვევაში, გვერდითი ეფექტების სიმძიმის გამო შესაძლოა საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტის გამოყენება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ რა დროს არის რეკომენდებული ტესტის ჩატარება, რადგან ხშირად, ტესტირებისთვის რეკომენდებული დრო ემთხვევა დროს, როდესაც სისხლში კარბაზეპინის დონე დაბალია (შემდეგი დოზის მიღებამდე).

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ადამიანთა უმეტესობის შემთხვევაში, ორგანიზმი პრეპარატს თერაპიული დიაპაზონის ფარგლებში   უპასუხებს ზედმეტი გვერდითი ეფექტების გარეშე; თუმცა, ორგანიზმის პასუხი ინდივიდუალურია. ზოგიერთი ადამიანი განიცდის კრუნჩხვებს, განწყობის ცვალებადობას ან სხვა გვერდით მოვლენებს თერაპიული დიაპაზონის ქვედა დონეზე, ხოლო ზოგიერთ ადამიანს უვლინდება გადაჭარბებული გვერდითი ეფექტები თერაპიული დიაპაზონის ზედა დონეზე.

სისხლში კარბამაზეპინის მომატებული დონე მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი ღებულობს მედიკამენტის გადაჭარბებულ დოზებს ან მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტი, კარბამაზეპინთან ერთად იღებს ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მის კონცენტრაციაზე.

ზოგადად, თუ კარბამაზეპინის ტესტის შედეგები თერაპიულ დიაპაზონშია და პირს არ აღენიშნება განმეორებითი კრუნჩხვები, განწყობის ცვალებადობა ან ნევრალგია და არ აქვს მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, მაშინ კარბამაზეპინის დოზა ითვლება ადექვატურად.

 

 

 

 

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/lekarstvenniy-monitoring/carbamazepine.html

https://www.synevo.ro/shop/carbamazepina/

https://www.testing.com/tests/carbamazepine/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button