ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾28.00 Original price was: ₾28.00.₾25.20Current price is: ₾25.20.
ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა-გლობულინებს, ის სინთეზირდება ძირითადად ღვიძლის პარენქიმული უჯრედების მიერ, მცირე რაოდენობით – ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, საკვერცხეებში, სათესლე ჯირკვლებსა და T-ჰელპერებში. ტრანსფერინის სინთეზი დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობაზე, ორგანიზმში რკინის მარაგსა და რკინის საჭიროებაზე.
ტრანსფერინის მთავარი ფუნქციაა ნაწლავში აბსორბირებული რკინის ტრანსპორტირება მის დეპოებამდე (ღვიძლი, ელენთა), რეტიკულოციტებამდე და მათ წინამორბედებამდე ძვლის ტვინში.
ტრანსფერინს აქვს რკინის შემაკავშირებელი ორი ლოკუსი, რომელთაგან თითოეული იკავშირებს რკინის იონს (Fe3+), მაგრამ სისხლში ის გვხვდება ტრანსფერინისა და მონოვალენტური რკინის კომპლექსის სახით. ტრანსფერინს ასევე შეუძლია დაიკავშიროს სხვა ლითონის იონებიც (თუთია, კობალტი და ა.შ.).
ადამიანის ორგანიზმში ტრანსფერინის მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 25-40% შეიცავს რკინას. ორგანიზმში რკინის დეფიციტის და სისხლის შრატში რკინის დონის დაქვეითებისას, ტრანსფერინის შემცველობა იზრდება. ამ მაჩვენებლების ცვლილება რკინადეფიციტური ანემიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია. მსგავსი ცვლილებები შეინიშნება ორსულობის დროს და ბავშვობაში, მაგრამ ისინი ნაკლებად გამოხატულია. ტრანსფერინის კონცენტრაციის მატება ამ შემთხვევებში დაკავშირებულია მისი სინთეზის ზრდასთან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
სისხლის შრატში რკინის შემცველობასთან შედარებით, ტრანსფერინის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია და ნაკლებად არის დამოკიდებული სქესზე, ასაკზე და ყოველდღიურ ცვლილებებზე.
ელენთაში, ღვიძლსა და ძვლის ტვინში სისხლის წითელი უჯრედების დესტრუქციისას, ჰემისგან გამოთავისუფლებული რკინა ტრანსფერინის საშუალებით ტრანსპორტირდება ძვლის ტვინში; რკინის ნაწილი შედის ფერიტინისა და ჰემოსიდერინის შემადგენლობაში.
ტრანსფერინის ერთი მოლეკულა იკავშირებს რკინის ორ ატომს – Fe3+ იონებს, ხოლო 1 გრ ტრანსფერინი – დაახლოებით 1,25 მგ რკინას. დიაგნოსტიკაში გამოიყენება გამოთვლილი მნიშვნელობა – ტრანსფერინის გაჯერება (სატურაცია) რკინით (შრატში რკინის კონცენტრაციის თანაფარდობა ტრანსფერინის მიერ რკინის შეკავშირების მაქსიმალურ უნართან, გამოხატული პროცენტულად). ტრანსფერინის გაჯერების სტანდარტული მნიშვნელობებია – 20-55%. ტრანსფერინის რკინით გაჯერების დაქვეითება (რკინის კონცენტრაციის შემცირებისა და ტრანსფერინის კონცენტრაციის მატების შედეგი) მიუთითებს ანემიაზე რკინის ნაკლებობის გამო. ტრანსფერინის 20%-ზე დაბალი გაჯერება არის ძვლის ტვინის ერითროციტების წინამორბედებისთვის რკინის შემცირებული მიწოდების ნიშანი. პლაზმაში რკინით ტრანსფერინის გაჯერების მნიშვნელოვანი მატებისას, ჩნდება დაბალმოლეკულური რკინა, რომელიც შეიძლება დაგროვდეს ღვიძლში და პანკრეასში და შეიძლება გამოიწვიოს მათი დაზიანება.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
ტრანსფერინის კონცენტრაცია იზრდება:
ტრანსფერინის კონცენტრაცია მცირდება:
https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/transferrin.html
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები