Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

C პეპტიდი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:C peptide | Laboratory research
SKU: 1081

38.70

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

C-პეპტიდი არის ენდოგენურად წარმოებული პროინსულინის სტაბილური ფრაგმენტი, რომელიც მისგან „მოიკვეთება“ ინსულინის წარმოქმნის დროს. იგი შედგება 31 ამინომჟავას ნარჩენებისგან, მოთავსებულია პროინსულინის ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის და ბიოლოგიურად არააქტიურია. მას შემდეგ რაც ინსულინის მოლეკულა სინთეზირდება პანკრეასის ბეტა უჯრედებში, C-პეპტიდი ინსულინთან ერთად სისხლში გამოიყოფა. C-პეპტიდის მოცილებამდე ინსულინი არააქტიურია, ეს კი საშუალებას აძლევს პანკრეასს შეინახოს ინსულინი პროჰორმონის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სეკრეციის დროს წარმოქმნილი C-პეპტიდისა და ინსულინის მოლეკულების რაოდენობა ერთნაირია, C-პეპტიდის ექვიმოლური კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ინსულინის მოლარულ კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია სისხლიდან მათი ელიმინაციის განსხვავებულ სიჩქარესთან.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • 1 და 2 ტიპის დიაბეტის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის დიფერენციალური დიაგნოზი (ინსულინომის დიაგნოზი, ეჭვი ხელოვნურ ჰიპოგლიკემიაზე);
  • შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ტაქტიკის არჩევა;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით დაავადებული ქალების გამოკვლევა;
  • ნარჩენი β-უჯრედების ფუნქციის შეფასება ინსულინოთერაპიის შეწყვეტამდე;
  • ღვიძლის დაავადებების დროს ინსულინის სეკრეციის შეფასება;
  • მონიტორინგი პანკრეასის მოცილების შემდეგ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • ტიპი 2 დიაბეტი;
  • ჰიპოგლიკემია პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების მიღებისას (სულფონილშარდოვანას წარმოებულები);
  • ინსულინომა;
  • ანტისხეულები ინსულინის მიმართ;
  • სომატოტროპინომა;
  • APUD სისტემის სიმსივნეები;
  • თირკმლის უკმარისობა.

C-პეპტიდის კონცენტრაცია მცირდება:

  • ტიპი 1 დიაბეტი;
  • ალკოჰოლური ჰიპოგლიკემია;
  • სტრესული მდგომარეობა;
  • ანტისხეულები ინსულინის რეცეპტორების მიმართ (ტიპი 2 დიაბეტისას);
  • ინსულინოთერაპია (პანკრეასის ნორმალური რეაქცია ეგზოგენური ინსულინის შეყვანის საპასუხოდ).

დამატებითი ინფორმაცია

C-პეპტიდის დონის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ინსულინის სეკრეციის დონე. C-პეპტიდის განსაზღვრას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ინსულინის განსაზღვრასთან შედარებით: სისხლში C-პეპტიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ინსულინთან შედარებით, ამიტომ C-პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია, ვიდრე ინსულინის კონცენტრაცია. C-პეპტიდის განსაზღვრა შესაძლებელს ხდის ინსულინის სეკრეციის შეფასებას ეგზოგენური ინსულინის მიღების დროსაც კი, ასევე ინსულინის მიმართ აუტოანტისხეულების არსებობისას, რაც მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების გამოკვლევისას.

C-პეპტიდის დონე იცვლება ენდოგენური ინსულინის კონცენტრაციის ცვლილებების შესაბამისად. ამ მაჩვენებლების თანაფარდობა შეიძლება შეიცვალოს ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების ფონზე, რადგან ინსულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, ხოლო C-პეპტიდის მეტაბოლიზმი და ექსკრეცია ხორციელდება თირკმლებით. შესაბამისად ამ ინდიკატორის განსაზღვრა შეიძლება იყოს მთავარი, ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში, სისხლში ინსულინის კონცენტრაციის ცვლილებების ადექვატური ინტერპრეტაციისთვის.

C-პეპტიდის დონის მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტებში ინსულინომას ქირურგიული მკურნალობის შემდეგ; სისხლში C-პეპტიდის გაზრდილი დონე მიუთითებს მეტასტაზებზე ან სიმსივნის რეციდივზე.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button