ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾15.00 Original price was: ₾15.00.₾13.50Current price is: ₾13.50.
ქოლესტერინი არის ცხიმის მსგავსი ნივთიერება, რომელიც გვხვდება ორგანიზმის ყველა უჯრედში. ის გვხვდება სისხლში და სხეულის ქსოვილებში თავისუფალი და ესტერიფიცირებული ფორმით. თავისუფალი ქოლესტერინი არის უჯრედის პლაზმური მემბრანების, აგრეთვე მიტოქონდრიებისა და ენდოპლაზმური ბადის მემბრანების კომპონენტი და წარმოადგენს სასქესო ჰორმონების, კორტიკოსტეროიდების, ნაღვლის მჟავებისა და D ვიტამინის წინამორბედს. ქოლესტერინის 80%-მდე ღვიძლში სინთეზირდება, დანარჩენი კი ორგანიზმში ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით (ცხიმიანი ხორცი, კარაქი, კვერცხი) შედის. ქოლესტერინი წყალში უხსნადია, მისი ტრანსპორტირება ქსოვილებსა და ორგანოებს შორის ხდება ლიპოპროტეინების კომპლექსების მეშვეობით. განასხვავებენ ქოლესტერინის ფრაქციებს: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (LDL) და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს (HDL), რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობითა და ფუნქციით.
ესტროგენები აქვეითებენ და ანდროგენები ზრდიან მთლიან ქოლესტერინს. ქოლესტერინის დაგროვება არის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების (ათეროსკლეროზი და გულის კორონარული დაავადება) განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ ფაქტორი. მოზრდილებში კორონარული არტერიის დაავადების განვითარების მაღალი რისკი აღინიშნება მაშინ, როდესაც სისხლში ქოლესტერინის კონცენტრაცია 5,22 მმოლ/ლ-ზე მეტია.
საერთო ქოლესტერინის გამოკვლევა ყოველთვის მიზანშეწონილია ტრიგლიცერიდების, HDL და LDL ქოლესტერინის განსაზღვრასთან ერთად.
ქოლესტერინის დონის განსაზღვრა წარმოდგენას გვიქმნის ლიპიდურ სტატუსსა და მეტაბოლურ დარღვევებზე და განსაზღვრავს ათეროსკლეროზის, კორონარული სტენოზისა და მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკს.
ტესტი ინიშნება ექიმის მიერ.
ქოლესტეროლის მომატებული დონე:
ქოლესტეროლის შემცირებული დონე:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია