ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾18.00 Original price was: ₾18.00.₾16.20Current price is: ₾16.20.
შარდოვანა არის ორგანიზმში ცილის მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტი. შარდოვანას წარმოქმნის მთავარი ადგილი არის ღვიძლი, თუმცა, ქსოვილი ზრდის დროს (მაგალითად, ემბრიონის ქსოვილი ან სიმსივნური ქსოვილი) მიდრეკილია არგინინისგან შარდოვანას წარმოქმნისკენ.
შარდოვანას უმეტესი ნაწილი გამოიყოფა გლომერულური ფილტრაციით; 40-60% რეაბსორბირდება სისხლში, რაც დამოკიდებულია მილაკებში ნაკადის სიჩქარეზე და ანტიდიურეზული ჰორმონის (ADH) კონცენტრაციაზე.
შარდოვანა აზოტის მეტაბოლიზმის დარღვევის ერთ-ერთი ინდიკატორია.
შარდოვანას კონცენტრაცია იზრდება:
შარდოვანას კონცენტრაცია მცირდება:
სისხლში და შარდში შარდოვანას კონცენტრაციის ცვლილებები პირდაპირპროპორციულია ცილოვანი დიეტის და უკუპროპორციულია უჯრედების ანაბოლიზმისა ზრდის, ორსულობისა და გამოჯანმრთელების დროს.
გარდა ამისა, შარდოვანას კონცენტრაცია პლაზმაში დამოკიდებულია თირკმლებში მის შეწოვაზე: ადექვატური დიურეზისას შარდოვანას უკუშეწოვა სისხლში დისტალური მილაკებიდან მცირდება მინიმუმამდე, დიდი რაოდენობით შარდოვანა გამოიყოფა შარდის მეშვეობით და შრატის შარდოვანას დონე რჩება დაბალი; თუ სახეზეა დიურეზის შემცირება, როგორც წყურვილის, ექსიკოზის, გულის უკმარისობის დროს ოლიგურია, შარდოვანა რეაბსორბირდება დისტალური მილაკებიდან სისხლში და პლაზმაში შარდოვანას დონე იზრდება.
შრატში შარდოვანას მუდმივი მომატებული დონე მიუთითებს გლომერულური ფილტრაციის მნიშვნელოვან ცვლილებებზე. ცილის ნორმალური მიღებისას (100 გ დღეში) და თირკმლებით ნორმალური შეწოვისას, შრატში შარდოვანას მატება არ შეინიშნება მანამ, სანამ გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე არ შემცირდება 30 მლ/წთ-მდე.
თირკმლის გამოხატული უკმარისობისას, შრატში შარდოვანას კონცენტრაცია კორელირებს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარესთან. თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს პოლიურიით ან ღებინებით, თანმხლები დიარეით, ღვიძლის უკმარისობით, შარდოვანას დონე შეიძლება არ გაიზარდოს პროგნოზირებულზე უფრო მეტად. მეორეს მხრივ, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ოლიგურიით, ცილების გაზრდილი მიღების, გულის უკმარისობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის დროს, შარდოვანას დონე შეიძლება იყოს უფრო მაღალი ვიდრე მოსალოდნელია.
ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები