Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რკინა Fe | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:Iron Fe | Laboratory research
SKU: 1052

Original price was: ₾20.00.Current price is: ₾18.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

რკინა (Fe) ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზისათვის აუცილებელი ელემენტია, ორგანიზმში არსებული რკინის 70%-ს სწორედ ჰემოგლობინი იკავშირებს. იგი მცირე რაოდენობით ასევე შედის ზოგიერთი ფერმენტის შემადგენლობაში, დანარჩენი რკინა კი ორგანიზმში ინახება ფერიტინისა და ჰემოსიდერინის (ცილები, რომლებიც რკინას უჯრედებში ინახავენ) სახით. სისხლში ის უკავშირდება ტრანსფერინს (რკინის გადამტან ცილას) ტრანსპორტირებისთვის.

საკვებში შემავალი რკინის შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ყოველდღიურად მაქსიმუმ 2 მგ ოდენობით. ჯანმრთელ ადამიანებში რკინის შეწოვა აკომპენსირებს მის დანაკარგს განავლით, შარდით, ნაღვლით, ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედებით, კანით, ოფლითა და მენსტრუალური სისხლით, რაც ხელს უწყობს რკინის ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.

შრატში რკინის საერთო კონცენტრაცია დილით დაახლოებით 20%-ით მეტია, ვიდრე საღამოს.

ქალებში, რკინის დონე ჩვეულებრივ უფრო დაბალია, ვიდრე მამაკაცებში და დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ორივე სქესში ასაკთან ერთად რკინის დონე იკლებს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • სხვადასხვა სახის ანემია (რკინადეფიციტური ანემია);
  • რკინით გადატვირთვა – ჰემოქრომატოზი;
  • რკინით მოწამვლა.

როდესაც აღინიშნება რკინის დეფიციტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:

  • ადვილად დაღლა;
  • სიფერმკრთალე;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • მტვრევადი, მშრალი თმა და ფრჩხილები;
  • ძილიანობა;
  • თვალის უპეების ჩაშავება.
  • ჩხვლეტა კიდურებში;
  • ცივი კიდურები.

ტესტირება რეკომენდებულია სისხლის გადასხმის ან რკინის შემცვლელი პრეპარატებით თერაპიით დაწყებამდე.

ტესტი ინიშნება ექიმის მიერ

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

რკინის გაზრდილი დონე:

  • თალასემია;
  • სიდერობლასტური ანემია;
  • ჰემოლიზური ანემია;
  • აპლასტიური ანემია;
  • იდიოპათიური ჰემოქრომატოზი;
  • მიელოდისპლაზიური სინდრომები;
  • რკინის პრეპარატების ჭარბად მიღება;
  • სისხლის ხშირი გადასხმა;
  • ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება;
  • რკინით მწვავე მოწამვლა;
  • ღვიძლის მწვავე დაზიანება;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა;

რკინის დეფიციტი:

რკინის დეფიციტი იწვევს მიკროციტულ ანემიას (სისხლის წითელი უჯრედების ზომის შემცირებით) და შეიძლება დაკავშირებული იყოს ისეთ სიტუაციებთან, როგორიცაა:

  • რკინის არასაკმარისი მარაგი (ვეგეტარიანელობა, არასწორი კვება);
  • რკინის მალაბსორბცია (კუჭის მჟავიანობის დაქვეითება, კუჭის რეზექცია, მალაბსორბციის სინდრომი, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ოპერაცია);
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტით რკინის ქრონიკული დანაკარგი (სიმსივნეები, ნაწლავის ანთებითი დაავადებები);
  • გაზრდილი მოთხოვნილება რკინის მიმართ (ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი);
  • ჭარბი გინეკოლოგიური სისხლდენა;
  • ხანგრძლივი ანთება ქრონიკული დაავადებების დროს;
  • ნეფროზული სინდრომი.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რკინადეფიციტური ანემია, ძალიან ხშირად, სხვა ძირითადი დაავადებებით გამოწვეული მეორადი პროცესია. ამ მიზეზით, რეკომენდებულია ანემიის მიზეზების დიფერენცირება და წყაროს ძიება დამატებითი თერაპიის დაწყებამდე.

პროდუქტის აღწერა

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • ტესტის ჩატარება მიზანშეწონილია დილით უზმოდ, როდესაც რკინის დონე ყველაზე მაღალია.
  • ტესტირებამდე არ არის რეკომენდებული ძილის ნაკლებობა, ექსტრემალური სტრესი და რკინის შემცველი მედიკამენტების ან რკინის დანამატების მიღება.

 

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

Żelazo

 

ლაბორატორიები
Call Now Button