Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

β-ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი (β-HCG)

ცნობილი როგორც:β-ქორიონული გონადოტროპული ჰორმონი (β-HCG)
SKU: 1033

38.70

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (HCG), გლიკოპროტეინული ჰორმონია, რომელიც ჩვეულებრივ წარმოიქმნება პლაცენტაში ორსულობის დროს. არაორსულ ქალებში მისი სინთეზირება შესაძლებელია ტროფობლასტური სიმსივნური უჯრედების მიერ (მოლარული ორსულობა, ქორიონკარცინომა). გარდა ამისა, არაორსულ ქალებში და მამაკაცებში, hCG შეიძლება სინთეზირდეს სიმსივნეების ჩანასახოვანი უჯრედების მიერ ტროფობლასტური კომპონენტით (საკვერცხეები, სათესლეები) და ზოგიერთი არატროფობლასტური სიმსივნეების მიერ. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (HCG) შედგება ორი განსხვავებული ჯაჭვისგან: α და β (ანუ ინტაქტური ჰორმონი). α სუბერთეული, შედგება 92 ამინომჟავისგან და ჰიპოფიზური ჰორმონების იდენტურია ( LH, FSH და TSH). β სუბერთეული (ინტაქტური), რომელიც შეიცავს 145 ამინომჟავას, სპეციფიკურია HCG-ისთვის;

იმის გამო, რომ ტესტს აქვს მაღალი მგრძნობელობა β-HCG- ს მიმართ, არ არსებობს ჯვარედინი რეაქციის რისკი.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • ორსულობის მარკერი: ორსულობის ადრეული დიაგნოზი, გესტაციური ასაკის დადგენა, ექტოპიური (გარეგანი) ორსულობის გამოვლენა (ტრანსვაგინალურ ულტრაბგერიასთან ერთად) და ორსულობის შეწყვეტის საშიშროება (აღნიშნული ჰორმონის კომპენსატორული მომატება ყვითელი სხეულის აქტივაციისა და პროგესტერონის გამომუშავების მომატებისათვის)
  • სიმსივნური მარკერი: HCG მაპროდუცირებელი საკვერცხის , სათესლე ჯირკვლის და პლაცენტალური წარმოშობის სიმსივნეების გამოვლენა და მონიტორინგი; სათესლე ჯირკვლის სიმსივნეების შემთხვევაში, HCG განისაზღვრება AFP- თან ერთად

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

β-HCG -ის დონის მომატება შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგზე:

  • ორსულობა;
  • ბუშტნამქერი, ბუშტნამქერის რეციდივი;
  • ქორიონული კარცინომა, ქორიონკარცინომის რეციდივი;
  • სემინომა;
  • სათესლის ტერატომა;
  • ნეოპლაზიები: კუჭ-ნაწლავის ტრაქტი (კოლორექტალური კიბოს ჩათვლით), ფილტვები, თირკმელები, საშვილოსნო;
  • კვლევა ჩატარდა აბორტის დასრულებიდან 4-5 დღის განმავლობაში;
  • hCG შემცველი პრეპარატები;
  • პერიმენოპაუზის და მენოპაუზის ასაკი (ზომიერი)

β-HCG -ის დონის შემცირება შესაძლოა მიუთითებდეს:

  • აბორტის საშიშროება
  • ექტოპიური ორსულობა
  • ორსულობის შეწყვეტა

დამატებითი ინფორმაცია

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

პაციენტმა უნდა მიუთითოს ბოლო მენსტრუაციის თარიღი ან ულტრაბგერით განსაზღვრული გესტაციური ასაკი.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/hcg-total-hcgbeta/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button