ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00 Original price was: ₾43.00.₾38.70Current price is: ₾38.70.
კორტიზოლი მნიშვნელოვანი გლუკოკორტიკოსტეროიდია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციის შესასრულებლად. სხვა გლუკოკორტიკოსტეროიდების მსგავსად, კორტიზოლი სინთეზირდება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიდამოში. სისხლში, კორტიზოლის 90% უკავშირდება კორტიკოსტეროიდულ შემაკავშირებელ პროტეინს (CBG) და ალბუმინებს. კორტიზოლის მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს თავისუფლად და შეუძლია, რეცეპტორებთან ურთიერთქმედება.
კორტიზოლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ფუნქციებია – სისხლში გლუკოზის დონის მომატება (გლუკონეოგენეზის სტიმულირებით), ანთების საწინააღმდეგო და იმუნოსუპრესორული მოქმედება.
კორტიზოლის სინთეზს და სეკრეციას აკონტროლებენ ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმები. თუ კორტიზოლის დონე დაბალია, კორტიკოტროპინის გამათავისუფლებელი ჰორმონი (CRH) გამოიყოფა ჰიპოთალამუსის მიერ, რაც იწვევს ჰიპოფიზის ჯირკვალში ACTH–ის გამოთავისუფლებას. ACTH ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქში კორტიზოლის სინთეზს და სეკრეციას. კორტიზოლი თავად მოქმედებს ჰიპოფიზსა და ჰიპოთალამუსზე უარყოფითი უკუკავშირის მექანიზმის საშუალებით. გარდა ამისა, სტრესი ზრდის კორტიზოლის სეკრეციას.
ჩვეულებრივ, შრატში კორტიზოლის კონცენტრაცია განიცდის დღიურ ცვალებადობას. დილაობით მაქსიმალური კონცენტრაცია (700 ნმოლ/ლ-მდე) შეინიშნება, ხოლო ყველაზე დაბალი კონცენტრაცია (რომლებიც დილის დაახლოებით ნახევარია) – 16:00 – 20:00-სთ-მდე. ამიტომ შედეგების ინტერპრეტაციისთვის აუცილებელია იცოდეთ ტესტის ჩატარების დრო.
ასევე შეიძლება შესრულდეს სტიმულირების ან დათრგუნვის ტესტები. დექსამეტაზონით დათრგუნვის ტესტი (2 ვარიანტი: 1 მგ ან 8 მგ) გამოიყენება ბაზალური კორტიზოლის დონის მომატების მიზეზის დასადგენად.
ეს ტესტი ყოველთვის ინიშნება ექიმის რეკომენდაციით, თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით.
ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი.
ტესტი კეთდება უზმოდ დილის 7-დან 10 საათამდე.
კორტიზოლის დონე მომატებულია:
კორტიზოლის დონე დაქვეითებულია:
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია